Magdalena Posted February 18, 2019 Posted February 18, 2019 ინგლისურ-ნიდერლანურმა ნავთობ-გაზის გიგანტმა Royal Dutch Shell-მა შეთანხმება გააფორმა ახალგაზრდა გერმანულ კომპანია Sonnen-თან. გარიგების ღირებულება არ ხმაურდება. გასული წლის მაისში Shell-მა მოახდინა 60 მლნ ევროს ინვესტირება თავისი ინვესტირების პირველი რაუნდის ფარგლებში. ამჟამად კი ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ Sonnen-ი გადავა Shell-ის სრულ მფლობელობაში. ნავთობ-გაზის კომპანიისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ იგი დაიწყებს Tesla-ს სახლის ბატარეების ანალოგიური პროდუქტების შეთავაზებას. ფაქტიურად, იგი Tesla-ს კონკურენტი გახდება ენერგიის შენახვის ახლად გაჩენილ ბაზარზე. თუმცა კომპანია Sonnen-ი მხოლოდ ამ მიზნით არ არის დაინტერესებული. 2010 წლიდან, როდესაც Sonnen-ი ჩამოყალიბდა, მან გაყიდა და დაამონტაჟა მთელ მსოფლიოში დაახლოებით 40 ათასი სახლის ბატარეა (2018 წლის მაისის მონაცემებით ევროპაში კომპანიამ 30 ათასი ბატარეის მიწოდება განახორციელა). ბატარეების მიწოდება ხდება 5-დან 15 კვტ/სთ-იან ბლოკებად . ამავდროულად, ლითიუმ-იონური აკუმულატორების ღირებულება 80%-ით შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო Sonnen-ის სისტემების ინტერესებს. Sonnen-ის საშინაო ბატარეები Tesla-ს მიერ გამოყენებულ აკუმულატორებზე იაფია. პირველი მათგანი ემყარება ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ბატარეებს, მეორე კი - ნიკელი-კობალტი-მანგანუმისას. სწორედ ამაში შეიძლება მდგომარეობდეს Sonnen-ისა და Shell-ის აკუმულატორული პლატფორმების უპირატესობა. Sonnen-ის ბატარეების გამოყენება შესაძლებელია საშინაო საქმიანობებში უწყვეტ ენერგიის წყაროდ. უმეტეს მომხმარებელს ისინი მიერთებული აქვს იმგვარ განახლებად ენერგიის წყაროებთან, როგორებიცაა ქარის, მზის ან ბიოგაზის ელექტროსადგურები. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ Shell-ის მთავარი ინტერესია ელექტროენერგიის გაფართოებული ქსელური მიწოდების განხორციელება. კომპანიამ უკვე „დაადგა თვალი“ მწვანე ენერგიის სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ელექტრომობილების დასატენ სადგურებსაც. ქსელური ენერგეტიკა - ეს არის ნავთობ-გაზის გიგანტების შემდგომი ნაბიჯი ახალი ენერგორესურსების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაში. Shell-ის კონკურენტები - BP და Total-ი იმავეთი არიან დაკავებულნი. https://3dnews.ru/982881 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.