Jump to content

Recommended Posts

Posted

ინგლისურ-ნიდერლანურმა ნავთობ-გაზის გიგანტმა Royal Dutch Shell-მა შეთანხმება გააფორმა ახალგაზრდა გერმანულ  კომპანია Sonnen-თან. გარიგების ღირებულება არ ხმაურდება. გასული წლის მაისში Shell-მა მოახდინა 60 მლნ ევროს ინვესტირება თავისი ინვესტირების პირველი რაუნდის ფარგლებში. ამჟამად კი ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ Sonnen- გადავა Shell-ის სრულ მფლობელობაში. ნავთობ-გაზის კომპანიისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ იგი დაიწყებს Tesla-ს სახლის ბატარეების ანალოგიური პროდუქტების შეთავაზებას. ფაქტიურად, იგი Tesla-ს კონკურენტი გახდება ენერგიის შენახვის ახლად გაჩენილ ბაზარზე. თუმცა კომპანია Sonnen-ი მხოლოდ ამ მიზნით არ არის დაინტერესებული. 

image.jpeg 

2010 წლიდან, როდესაც Sonnen-ი ჩამოყალიბდა, მან გაყიდა და დაამონტაჟა მთელ მსოფლიოში დაახლოებით 40 ათასი სახლის ბატარეა (2018 წლის მაისის მონაცემებით ევროპაში კომპანიამ 30 ათასი ბატარეის მიწოდება განახორციელა). ბატარეების მიწოდება ხდება 5-დან 15 კვტ/სთ-იან ბლოკებად . ამავდროულად, ლითიუმ-იონური აკუმულატორების ღირებულება 80%-ით შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო Sonnen-ს სისტემების ინტერესებს. Sonnen-ის საშინაო ბატარეები Tesla-ს მიერ გამოყენებულ აკუმულატორებზე იაფია. პირველი მათგანი ემყარება ლითიუმ-რკინა-ფოსფატის ბატარეებს, მეორე კი - ნიკელი-კობალტი-მანგანუმისას. სწორედ ამაში შეიძლება მდგომარეობდეს Sonnen-ისა და Shell-ის აკუმულატორული პლატფორმების უპირატესობა. 

Sonnen-ის ბატარეების გამოყენება შესაძლებელია საშინაო საქმიანობებში უწყვეტ ენერგიის წყაროდ. უმეტეს მომხმარებელს ისინი მიერთებული აქვს იმგვარ განახლებად ენერგიის წყაროებთან, როგორებიცაა არის, მზის ან ბიოგაზის ელექტროსადგურები.  

დარწმუნებით შეიძება ითქვას, რომ Shell-ის მთავარი ინტერესია ელექტროენერგიის გაფართოებული ქსელური მიწოდების განხორციელება. კომპანიამ უკვე „დაადგა თვალი“ მწვანე ენერგიის სფეროში მოქმედ კომპანიებსა და ელექტრომობილების დასატენ სადგურებსაც. ქსელური ენერგეტიკა - ეს არის ნავთობ-გაზის გიგანტების შემდგომი ნაბიჯი  ახალი ენერგორესურსების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაში. Shell-ის კონკურენტები -  BP და Total- მავეთი არიან დაკავებულნი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.