Magdalena Posted February 18, 2019 Posted February 18, 2019 სამწუხარო ფაქტია, რომ 35 წლის შემდეგ ყველა ადამიანის ორგანიზმი იწყებს კუნთოვანი მასის კარგვას და დასუსტებას. რა საკვირველია, ამ პროცესის შენელება შესაძლებელია ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით, თუმცა მისით ყველა ადამიანი ვერ იქნება დაკავებული. სპეციალურად მათთვის, ვისაც არ შეუძლია ან არ სურს დამოუკიდებლად შეინარჩუნოს თავისი სხეული ფორმაში ფიზიკური აქტივობებით, ტეხასის უნივერსისტეტის სამედიცინო განყოფილების მკვლევარებმა შექმნეს პრეპარატი კუნთოვანი მასის შენარჩუნებისთვის. ექსპერიმენტალურმა წამალმა უკვე აჩვენა ეფექტურობა და უსაფრთხოება თაგვებზე ტესტირებებში. მეცნიერებისთვის ცნობილი გახდა, რომ კუნთების დისფუნქციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ცილის, სახელად NNMT (Nicotinamide N-methyltransferase) აქტივობა. იგი კუნთოვან ქსოვილში ყოფნისას იწყებს მის დასუსტებას, ამიტომ მკველვარების მიზანი იყო შეექმნათ წამალი, რომელიც ამ ცილის აქტიურობას მინიმუმამდე დაიყვანდა. ცნობილია, რომ წამალი წარმატებით შემუშავდა და იგი გვევლინება ინჰიბიტორის როლში. მისი გამოცდა უკვე განხორციელდა ზრდასრულ თაგვებში, როლებიც ორ ჯგუფად იყვნენ გაყოფილი. პირველი ნაწილი რამოდენიმე დღის განმავლობაში იღებდა პრეპარატს. აღმოჩნდა, რომ ამ ჯგუფის თაგვების ფუნქციური ღეროვანი კუნთების რაოდენობა გაიზარდა, მეორე ჯგუფის თაგვებში კი დასუსტება გაგრძელდა. ჯამში, კუნთოვანი ძალა 70%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ცხოველებზე გამოცდილი წამლის ქიმიური შემადგენლობა უცვლელი დარჩა - ე.ი. მას არანაირი გვერდითი ეფექტები არ გააჩნია. მეცნიერების თქმით, ამ ნივთიერების საფუძველზე შესაძლებელია შეიქმნას ინოვაციური მეთოდი ადრეულ დაბერებასთან საბრძოლველად. იდეალურ შემთხვევაში, მისი დახმარებით ხანდაზმული ადამიანები შეძლებენ გახდნენ უფრო ძლიერები და სწრაფები, რაც მათ უფრო აქტიური და დამოუკიდებელი ცხოვრებით უზრუნველყოფს. https://hi-news.ru/medicina/sozdano-lekarstvo-protiv-vozrastnogo-oslabevaniya-myshc.html
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now