Jump to content

Recommended Posts

Posted

2016 წლის სექტემბერში კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ დაიწყო განაცხადების მიღება შემდგომი მისიისთვის, რომელიც განხორციელდება ასტროფიზიკური კვლევების პროგრამის ფარგლებში (Astrophysics Explorers Program). სამი წლის შემდეგ როგორც იქნა მიღებულია გადაწყვეტილება: 2023 წელს დედამიწის ორბიტაზე გაემართება ზონდი SPHEREx, რომელიც შეისწავლის პირველი ვარსკვლავებისა და გალაქტიკების დროებს. მისიის განხორციელებისთვის გამოყოფილია 242 მლნ დოლარი, ამ თანხაში არ შედის კოსმოსური აპარატის გაშვების ხარჯები. 

image.jpeg 

ზონდის მთავარი ამოცანა იქნება მოახდინოს კოსმოსური სივრცის სკანირება ყოველ ექვს თვეში ორი წელიწადის განმავლობაში. ასტრონავტების გათვლით, აპარატი შეძლებს მოიცვას „ირმის ნახტომის“ შემადგენელ 100 მლნ ვარსკვლავზე მეტი. აღჭურვილობა კონცენტრირებული იქნება სითხის დაგროვებისა და მოლეკულური ღრუბლების არეალებში, სადაც ხდება ახალი ვარსკვლავების აქტიური ფორმირება. 

მოსალოდნელია, რომ 10 მლრდ სინათლის წელიწადით დაშორებული შორეული გალაქტიკების მონახულებით ასტრონავტები გაიგებენ რა მდგომარეობაში იყო სამყარო რეიონიზაციის ეპოქაში. ითვლება, რომ სწორედ იმ დროს გაფართოებულმა სამყარომ დაიწყო გაციება და ჩამოყალიბდა სხვადასხვა კოსმოსური ობიექტი.  

SPHEREx-ის მისიის სამი მთავარი ამოცანაა: 

  • შეისწავლოს სამყაროს გაფართოების ფიზიკა;  

  • გამოიკვლიოს სხვა გალაქტიკებისგან გამოსხივებული სინათლის ისტორია; 

  • გაიგოს, რამდენადაა გავრცელებული „ირმის ნახტომის“ გალაქტიკაში მთავარი სასიცოცხლო ინგრედიენტები: წყალი, ნახშირბადის მონოქსიდი, ნახშირბადის დიოქსიდი და მეთანოლი.  

NASA-ში აცხადებენ, რომ ეს მისია ნამდვილი საგანძური იქნება მეცნიერებისთვის. მასშტაბური რუკა, რომელიც შეიცავს სამყაროს ისტორიის პირველ მომენტებს შეძლებს პასუხი გაეცეს ერთ-ერთ მთავარ კითხვას: „რამ აიძულა სამყაროს ასე სწრაფად გაფართოება?“. 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.