Jump to content

Recommended Posts

Posted

აეროკოსმოსური სააგენტო NASA-ს კვლევითი აპარატი InSight-ი აგრძელებს მომზადებას თავისი მისიის სამეცნიერო ეტაპის დასაწყებად. როგორც სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, მოდულმა წითელი პლანეტის ზედაპირზე განათავსა ინსტრუმენტი, რომლის დახმარებითაც იგეგმება მეტი რამ გახდეს ცნობილი მარსის შიდა აგებულების შესახებ. საუბარია მოწყობილობაზე - Heat Flow and Physical Properties Package (HP3), რომელიც უკვე დამონტაჟებული სეისმომეტრისგან ერთი მეტრის დაშორებით დაყენდა. 

image.jpeg 

მოწყობილობა HP3 (სითბური ნაკადისა და ფიზიკური თვისებების შესწავლის კომპლექტი) - ეს არის სამეცნიერო ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია მარსის ზედაპირზე სითბური ნაკადის გაზომვისთვის. ამ აპარატის მიერ შეგროვებულ მონაცემთა წყალობით მეცნიერები შეძლებენ უკეთ გაერკვნენ, თუ როგორ ფორმირდებოდა წითელი პლანეტა. დასახული ამოცანების მიღწევისთვის აუცილებელია, რომ მოწყობილობა გრუნტის სიღრმეში განთავსდეს. 

რამოდენიმე დღეში InSight-ი უკვე დაიწყებს მარსის გრუნტის ბურღვას 5 მეტრ სიღრმემდე, რაც არსებითად ბევრად უკეთესი შედეგი იქნება, რაც მარსზე მომუშავე სხვა აპარატებისგან იქნა მიღწეული. მაგალითად, მოდულებმა Phoenix-მა და Viking-1-მა შეძლეს მიწის გაბურღვა მხოლოდ 18 და 22 სანტიმეტრის სიღრმეზე, შესაბამისად. მას შემდეგ, რაც HP3 მიაღწევს დაგეგმილ სიღრმეს, მისგან გათხრილ ორმოში განთავსდება მოწყობილობა სახელად „თხუნელა“: ეს არის 40-სანტიმეტრიანი ზონდი მექანიზმით, მას კვება მიეწოდება სადენით, რომელიც დასაფრენ მოდულთან იქნება მიერთებული. 

image.jpeg 
სანამ კაბელზე ინტეგრირებული სენსორები ტემპერატურას გაზომავენ, „თხუნელა“ სითბური ნაკადების გაზომვით დაკავდება. მიწის ქვეშ ყოფნისას ინსტრუმენტები იზოლირებული იქნება გარე ტემპერატურის ცვლილებებისგან, რომლებიც დღე-ღამური და სეზონური მონაცვლეობითაა განპირობებული. 

„ჩვენი ზონდი ტემპერატურის გასაზომადაა შექმნილი. სეზონური და დღე-ღამური ტემპერატურის ცვლილებები ზედაპირზე შესაძოა „ხმაურს“ იწვევდეს ჩვენს მონაცემებში, სწორედ ამიტომ გვსურს ჩავიდეთ ზედაპირიდან რაც შეიძლება ღრმად“ - აცხადებს InSight-ის მისიის ხელმძღვანელის შემცვლელი. 

დაგეგმილია, რომ ბურღვის პროცესი ეტაპობრივად განხორციელდება, ნაბიჯ-ნაბიჯ, 50-50 სანტიმეტრით ჩავა ზონდი  სიღრმეში. ბურღვის ფაზებს შორის იგეგმება ორდღიანი შესვენებები, რათა სითბომ გაფანტვა მოასწროს. შემდეგ კი 24 საათის განმავლობაში ხელოვნურად შენარჩუნდება 10-გრადუსიანი ტემპერატურა და ჩატარდება პლანეტის სითბოგამტარობის გაზომვები. 

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ბურღს წინაღობად არ დახვდება მოზრდილი ქვები. თუკი ზონდი ვერ მიაღწევს მინიმალურ სამმეტრიან სიღმეს, ზუსტ გაზომვებს შესაძლოა მთელი მარსული წელი დასჭირდეს (ორი დედამიწური წელი). 

image.jpeg 
 

„ჩვენი აზრით იდეალური ადგილი შევარჩიეთ, ამ ადგილას ზედაპირზე თითქმის არ არის ქვები. ეს იმედს გვაძლევს, რომ არც ისინი ზედაპირის ქვეშაა. თუმცა რა გველოდება რალურად - ამას დრო გვიჩვენებს“ - აცხადებს ინჟინერ-მეცნიერი ტროი ჰადსონი, რომელიც ზონდ HP3-ის აწყობაში მონაწილეობდა. 

„თავად HP3 ზონდის მასა ფეხსაცმელზე უფრო მსუბუქია. მას Wi-Fi-ზე ნაკლები ენერგია სჭირდება. მოწყობილობის კონსტრუქციას შეუძლია გაუძლოს ათეულობით დარტყმას ბურღვის დროს ისე, რომ ნაწილებად არ დაიშალოს. ამგვარი ზონდის შექმნას უზარმაზარი დრო და ძალისხმევა დასჭირდა. ცდების დროს მოწყობილობის თავდაპირველმა ვარიანტებმა ვერ მიაღწიეს 4,88 მეტრს, მაგრამ მარსზე გაგზავნილმა საბოლოო ვერსიამ დაამტკიცა თავისი  ეფექტურობა და საიმედოობა“ - დაამატა სპეციალისტმა. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.