Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla-ს ბლოგში აღნიშნულია, რომ აშშ-ში ყოველ 40,8 წამში ხდება ავტომობილების გატაცება. 2017 წლის სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით 700 ათასზე მეტი ავტომობილია გატაცებული. Tesla-ს კოლექტივს სურს კომპანიის ელექტრომობილების მფლობელები ამგვარი შემთხვევებისგან დაიცვას და ამიტომ დაამატეს „მცველის/დარაჯის რეჟიმი“ (Sentry Mode). 

image.jpeg 

რეჟიმი“ Sentry Mode“ დღესდღეობით ხელმისაწვდომია 2017 წლის აგვისტოს შემდგომ გამოსულ ელექტრომობილებში - Model 3, Model S და Model X. ხსენებული რეჟიმის არჩევა შესაძლებელია სენსორულ ეკრანზე შემდეგი კომბინაციით: Controls > Safety & Security > Sentry Mode. დაცვი სისტემა „მიძინებულ მდგომარეობაშია“ მანამდე, სანამ ავტომობილს ვინმე უცხო პირი არ მიუახლოვდება. ავტომობილთან ახლოს მისვლისას სისტემა გადადის მზადყოფნის რეჟიმში (Alert). ეკრანზე გამოდის წარწერა, რომ ელექტრომობილის კამერები მომხდარის გადაღება-ჩაწერას იწყებს. 

ავტომობილისთვის ზიანის მიყენებისას სისტემა განგაშის (Alarm) რეჟიმში გადადის. ელექტრომობილის მფლობელის სმარტფონზე იგზავნება შეტყობინება, მანქანის ხმოვანი სისტემა კი იწყებს ხმის ტრანსლირებას მაქსიმალური სიმძლავრით. მფლობელს აგრეთვე შეუძლია ჩართოს და უყუროს კამერების ჩანაწერს ვანდალიზმის ფაქტიდან 10 წუთის შემდეგ 

image.jpeg

 

კომპანიამ წარმოადგინა კიდევ ერთი სასარგებლო რეჟიმი - Dog Mode. ამ რეჟიმის არჩევისას მანქანის მფლობელს შეუძლია დიდხანს დატოვოს მანქანა და არ იღელვოს მის სალონში მყოფი შინაური ცხოველის მდგომარეობაზე. Dog Mode რეჟიმის წყალობით მანქანის კლიმატ-კონტროლით შენარჩუნებულია ცხოველისთვის კომფორტული ტემპერატურა. თუკი ელექტრომობილის აკუმულატორი 20%-ზე ქვემოთ ჩამოვა, მფლობელი განგაშის შეტყობინებას მიიღებს სმარტფონზე. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.