Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო 150 წლის განმავლობაში ადამიანთა საშუალო სიმაღლე 10 სანტიმეტრით გაიზარდა. თანამედროვე მეცნიერებისა და მედიცინის მიღწევების წყალობით ბოლო 65 წელში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა კი განვითარებულ ქვეყნებში ოცი წლით გაიზარდა. თუკი ასეთ მოკლე პერიოდში კაცობრიობამ ამგვარი მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რა მდგომარეობა შეიძლება იყოს ათასი წლის შემდეგ? 

პროგნოზების თანახმად, მომდევნო ათასი ლის მანძილზე ადამიანთა სალაპარკო ენების რაოდენობა საშუალოდ ათასიდან ასამდე შემცირდება. გლობალური დათბობის პროცესი, ულტრაიისფერი გამოსხივების მატება და სხვა კლიმატური ცვლილებები გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები უფრო მუქკანიანები გახდებიან. გარდა ამისა, ადამიანები სიმაღლეში უფრო მეტად დიდები და თხელტანიანები იქნებიან, რაშიც მთავარ როლს თამაშობს ისევ და ისევ გლობალური დათბობა და ფიზიკური დატვირთვის შემცირება. ეს უკანასკნელი კავშირშია რობოტექნიკისა და ავტომატიზაციის სხვა საშუალებების დანერგვასთან. 


მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ შორეულ მომავალში ადმიანებს ისეთი კომპიუტერები ექნებათ, რომელთა რესურსები და წარმადობა ადამიანის ტვინის ანალოგიურ პარამეტრებს გადააჭარბებს. ბუნებრივია, ასეთ კომპიუტერებში უკვე სრულფასოვანი ხელოვნური ინტელექტი იმოქმედებს და იგი შეძლებს ადამიანებთან თავისუფლად კომუნიკაციას. 
თავად ადამიანები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან რობოტებს. ადამიანების ორგანიზმში განთავსებული იქნება სხვადასხვა სახისა და დანიშნულების მქონე ნანორობოტები. ზოგიერთი მათგანი განკუთვნილი იქნება საჭირო დონეზე ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, ზოგი კი - უკვე არსებული შესაძლებლობების გაზრდა-გაუმჯობესებისთვის: შესაძლოა ადამიანს სრულიად ახალი უნარები მიენიჭოს. 

ამავდროულად, მიკროსკოპული რობოტების გამოყენება გამოდის მომავლის ადამიანების სუპერგმირებად ქცევის სფეროდან. ამგვარი რობოტები შეძლებენ სრულიად გარდაქმნან ადამიანის ცხოვრებისა და მოქმედებეის სხვადასხვა სფერო. მაგალითად, მიკრორობოტები შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც სამშენებლო, ამწყობი მასალა: „წარმოიდგინეთ, რომ  საკუთარი სახლიდან გასვლის შემდეგ შენობა „გადაეწყობა“ თავისით, მის ადგილას გამოთავისუფლებულ ფართობს კი ნანორობოტები სხვა დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ“ - წერენ მკვლევარები. 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.