Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მეცნიერებმა, რომელთა განკარგულებაში ამ დროისთვის არსებული ნაწილაკების უდიდესი და უმძლავრესი ამაჩქარებელია, საზოგადოებას გაუზიარეს თავიანთი ხედვა მრავალმილიარდიანი პროექტის შესახებ - პროექტი შემდეგი თაობის კოლაიდერს ეხება. ეს კოლაიდერი, მეცნიერთა აზრით, მუშაობის პირველივე ათწლეულში საშუალებას მისცემთ აღმოაჩინონ დიდი რაოდენობით საიდუმლოებები, რომლებიც დაკავშირებულია მატერიებთან, სამყაროს მოწყობასა და ფუნდამეტალური ფიზიკის სხვა საკითხებთან. 

წარმოდგენილი გეგმის თანახმად, შემდგომი თაობის კოლაიდერის - 100-კილომეტრიანი Future Circular Collider -ის მშენებლობა და ამუშავება 2040 წლისთვის დაიწყება. მისი ადგილმდებარეობა იმავე რაიონში იქნება, სადაც ამჟამად დიდი ადრონული კოლაიდერია განთავსებული.  

CERN-ის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ორგანიზაციის წევრი, 22 ქვეყნის წარმომადგენლები უახლოესი რამოდენიმე წლის განმავლობაში განიხილავენ ხსენებულ პროექტს და მიიღებენ გადაწყვეტილებას მისი რეალიზების შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში Future Circular Collider-ის აღჭურვა განხორციელდება კიდევ ერთი ელექტრონულ-პოზიტრონული კოლაიდერის აღჭურვის პარალელურად. ამ პროექტების საერთო ღირებულება 9 მილიარდ ევროს შეადგენს.  

პროექტ Future Circular Collider-ის მეორე ეტაპზე უკვე არსებულ საბაზისო აღჭურვილობას დაემატება დამატებითი შეიარაღება. ეს ეტაპი კიდევ დამატებით 15 მლრდ ევროდ ფასდება, ახალი შესაძლებლობით აღჭურვილი კოლაიდერის ფუნქციონირება კი დაახლოებით 2050 წლის ბოლოს დაიწყება. შედეგად, Future Circular Collider-ი შეძლებს პროტონები ააჩქაროს 100 eV-მდე (electronVolt), რაც ბევრად აღემატება ამჟამად არსებული კოლაიდერის მიერ მიღწეულ აჩქარების ენერგიას - 17 ელექტრონ-ვოლტს. 

უნდა აღინიშნოს, რომ Future Circular Collider-ის პროექტზე მუშაობა უკვე ხუთი წელია მიმდინარეობს. პროექტის მიზანია დაიწყოს  „მაღალი ენერგიის კვლევის ახალი ერა მას შემდეგ, როცა უკვე არსებული დიდი ადრონული კოლაიდერი სრულიად ამოწურავს თავის შესაძლებლობებს“. 
ჯერჯერობით დანამდვილებით ვერავინ იტყვის, კონკრეტულად რა სარგებლობას მოუტანს მსოფლიოს Future Circular კოლაიდერი. თუმცა CERN-ის გენერალური დირექტორის - ფაბიოლა ჯანოტის (Fabiola Gianotti) თქმით, ახალი კოლაიდერის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ისეთი ფუნდამენტალური აღმოჩენების გაკეთება, როგორიც იყო ელექტრონის აღმოჩენა 1897 წელს.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.