Magdalena Posted February 15, 2019 Posted February 15, 2019 NASA-მ დაადასტურა, რომ დაიკარგა მარსმავალი Opportunity, რომელმაც თავისი ხანგრძლივი არსებობით ყველა გააოცა: მიუხედავად იმისა, რომ მარსმავალის რესურსი სამ თვეზე იყო გათვლილი, მან 15 წელი იმუშავა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 45 კილომეტრი გაიარა იმ დროს, როდესაც დაგეგმილი 1 კილომეტრიც კი უზარმაზარ მიღწევად ითვლებოდა. ინჟინრებმა აპარატთან კავშირი, რომელიც მზის ენერგიით კვებით იყო უზრუნველყოფილი, გასული წლის 10 ივნისს დაკარგეს მთლიანი პლანეტის მომცველი მასშტაბური გრიგალის შემდეგ. მას შემდეგ NASA-ს წარმომადგენლები მრავაჯერ ეცადნენ აღედგინათ კავშირი ექვსბორბლიან ყველგანმავალთან. მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. NASA/JPL-Caltech/REUTERS კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა Opportunity-ს აღჭურვილობა ქვიშის ქარიშხლისგან დაზიანდა იმ დროს, როდესაც მარსმავალი ე.წ. Perseverance Valley-ზე იმყოფებოდა. ქარიშხალი საკმაოდ დიდხანს მძვინვარებდა და ფარავდა მზის სხივებთან წვდომას, მზის ენერგია კი რობოტის ფუნქციონირებისთვის მთავარი წყარო იყო. დაბალი ტემპერატურის ფონზე (დაახლოებით -30 °C) მნიშვნელოვნად შემცირდა რობოტის აკუმულატორის ეფექტურობა, იგი სავარაუდოდ ბოლომდე დაიცალა და დედამიწასთან კავშირი დაიკარგა. საერთო ჯამში მარსმავალმა Opportunity-მ ყველა იმ სხვა რობოტზე დიდხანს იმუშავა, რაც კი წითელი პლანეტის შესასწავლად გაუგზავნიათ. https://3dnews.ru/982766 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.