Jump to content

Recommended Posts

Posted

NASA-მ დაადასტურა, რომ დაიკარგა მარსმავალი Opportunity, რომელმაც თავისი ხანგრძლივი არსებობით ყველა გააოცა: მიუხედავად იმისა, რომ მარსმავალის რესურსი სამ თვეზე იყო გათვლილი, მან 15 წელი იმუშავა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 45 კილომეტრი გაიარა იმ დროს, როდესაც დაგეგმილი 1 კილომეტრიც კი უზარმაზარ მიღწევად ითვლებოდა. 

image.jpeg 

ინჟინრებმა აპარატთან კავშირი, რომელიც მზის ენერგიით კვებით ყო უზრუნველყოფილი, გასული წლის 10 ივნისს დაკარგეს მთლიანი პლანეტის მომცველი მასშტაბური გრიგალის შემდეგ. მას შემდეგ NASA-ს წარმომადგენლები მრავაჯერ ეცადნენ აღედგინათ კავშირი ექვსბორბლიან ყველგანმავალთან. მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. 

image.jpeg

NASA/JPL-Caltech/REUTERS 

კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა Opportunity-ს აღჭურვილობა ქვიშის ქარიშხლისგან დაზიანდა იმ დროს, როდესაც მარსმავალი ე.წ. Perseverance Valley-ზე იმყოფებოდა. ქარიშხალი საკმაოდ დიდხანს მძვინვარებდა და ფარავდა მზის სხივებთან წვდომას, მზის ენერგია კი რობოტის ფუნქციონირებისთვის მთავარი წყარო იყო. დაბალი ტემპერატურის ფონზე (დაახლოებით -30 °C) მნიშვნელოვნად შემცირდა რობოტის აკუმულატორის ეფექტურობა, იგი სავარაუდოდ ბოლომდე დაიცალა და დედამიწასთან კავშირი დაიკარგა. 

საერთო ჯამში მარსმავალმა Opportunity-მ ყველა იმ სხვა რობოტზე დიდხანს იმუშავა, რაც კი წითელი პლანეტის შესასწავლად გაუგზავნიათ. 

  • Sad 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.