Magdalena Posted February 14, 2019 Posted February 14, 2019 ZDNet-ის ანგარიშის თანახმად ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელსაც ჰაკერები ექაუნთების გატეხვისთვის იყენებენ, Google Translate-ია. საფრთხის წინაშე პირველ რიგში მობილური ინტერნეტის მომხმარებლები აღმოჩნდნენ. ჰაკერები მომხმარებლებს უგზავნიან სტანდარტულ ფიშინგურ წერილებს, მათ შიგნით არსებული ზიანისმომტანი გზავნილები მისამართდება არა თავად ბოროტმოქმედების გვერდზე, არამედ მის ვერსიაზე, რომელიც Google Translate-ზეა გაშვებული. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ყოველ ჯერზე, როცა კი მომხმარებელი ფიშინგურ ელექტრონულ წერილში არსებულ ბმულზე აწვება, გადამისამართდება Google Translate-ის საიტზე, სადაც ფიშინგური გვერდი ჩაიტვირთება ჩვეულებრივი ინსტუმენტების პანელის მეშვეობით და ისე გამოიყურება, თითქოს ჩვეულებრივი საიტი იყოს. იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გზავნილს სმარტფონიდან ხსნიან, რთულია მიხვედრა, რომ ეს ფიშინგური წერილია. კომპიუტერიდან კი ამის გარკვევა გაცილებით ადვილია. კომპანია Google მომხმარებელებს სთხოვს გაასაჩივრონ ამგვარი გზავნილები, რომლებიც შემდეგ წაიშლება Google Translate-იდან. https://hightech.fm/2019/02/10/translate
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now