Magdalena Posted February 14, 2019 Posted February 14, 2019 Amazon-მა განაცხადა, რომ შეიძინა ურთიერთდამაკავშირებელი ქსელური მარშრუტიზატორების მწარმოებელი - Eero, რათა თავის მომხმარებლებს დაეხმაროს სმარტ-სახლის მოწყობილობების დაკავშირების უკეთ ორგანიზებაში. Alexa-სთან თავსებადი გაჯეტების მართვა გამარტივდება, თუკი Amazon-ი როუტერებით გააკონტროლებს ტექნოლოგიას. გარიგების ფინანსური პირობები არ ხმაურდება. „მოხიბლულნი ვართ Eero-ს გუნდით, ჩვენ ვიზიარებთ საერთო აზრს, რომ სმარტ-სახლის მოწყობილობები უფრო მარტივი უნდა გახდეს. ვაპირებთ, განვაგრძოთ მომხმარებელთა ინტერესებში არსებული ნოვაციების შეთავაზება“ - განაცხადა Amazon-ის მოწყობილობების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Dave Limp-მა. Eero უშვებს სმარტ-როუტერებისა და სიგნალის რეტრანსლატორების ნაკრებს, რომლებიც მარტივად ერთიანდება სახლის ქსელში და საშუალებას იძლევა სირთულეების გარეშე მოიცვას Wi-Fi-მ მთელი სახლი. როუტერების მართვა მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხორციელდება. Eero-მ პირველი როუტერები 2015 წელს გამოუშვა და მის მაგალითს მიჰყვნენ Google, Samsung, Linksys, Netgear და სხვა კომპანიები: გამოუშვეს საკუთარი გამაერთიანებელი მარშრუტიზატორები. Eero-ს მოწყობილობა მაქსიმალურად გამარტივებულია და აქვს თანამედროვე როუტერების მხოლოდ საბაზისო შესაძლებლობები. გაფართოებული ფუნქციების გააქტიურება კი შესაძლებელია წელიწადში 99 დოლარად Eero Plus-ის გამოწერის შემთხვევაში. Amazon-ი არ ჩქარობს გაამხილოს Eero-სთან დაკავშირებული სამომავლო კონკრეტული გეგმები. თუმცა ლოგიკური იქნებოდა ვარაუდი, რომ მოხდება მისი ინტეგრაცია ხმოვან დამხმარე Alexa-სთან ან გამოჩნდება Amazon Echo-ს მოწყობილობაში Wi-Fi როუტერების გამაერთიანებლად. ბრენდი Eero-ს სახელი როგორც ჩანს შენარჩუნდება, ყოველ შემთხვევაში, ახლო პერსპექტივაში მაინც. “მოხარულნი ვართ, რომ Amazon-ის ოჯახთან შეერთებით მჭიდროდ ვითანამშრომლებთ გუნდთან, რომელიც განსაზღვრავს სმარტ-სახლების მომავალს, დააჩქარებს ჩვენს მისიას და Eero-ს სისტემებს მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს შესთავაზებს“ - განაცხადა Eero-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა Nick Weaver-მა. წარმატებული დამწყები კომპანიის შეძენის წყალობით Amazon-ს მომხმარებელთა ფასეულ მონაცემებზე უფრო მეტი წვდომა ექნება და გაძლიერდება მისი გავლენა სმარტ-სახლების სფეროზე. გასულ წელს Amazon-მა შეიძინა სმარტ-კარის ზარი კამერების მწარმოებლისგან - Ring. 2017 წელს კი იყიდა კომპაქტური გარე კამერების მწარმოებელი კომპანია - Blink. https://3dnews.ru/982626 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.