Jump to content

Recommended Posts

Posted

Amazon-ა განაცხადა, რომ შეიძინა ურთიერთდამაკავშირებელი ქსელური მარშრუტიზატორების მწარმოებელი - Eero, რათა თავის მომხმარებლებს დაეხმაროს სმარტ-სახლის მოწყობილობების დაკავშირების უკეთ ორგანიზებაში. Alexa-სთან თავსებადი გაჯეტების მართვა გამარტივდება, თუკი Amazon-ი როუტერებით გააკონტროლებს ტექნოლოგიას. გარიგების ფინანსური პირობები არ ხმაურდება. 

image.jpeg 

„მოხიბლულნი ვართ Eero-ს გუნდით, ჩვენ ვიზიარებთ საერთო აზრს, რომ სმარტ-სახლის მოწყობილობები უფრო მარტივი უნდა გახდეს. ვაპირებთ, განვაგრძოთ მომხმარებელთა ინტერსებში არსებული ნოვაციების შეთავაზება“ - განაცხადა Amazon-ის მოწყობილობების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა Dave Limp-მა.  

image.jpeg 

Eero უშვებს სმარტ-როუტერებისა და სიგნალის რეტრანსლატორების ნაკრებს, რომლებიც მარტივად ერთიანდება სახლის ქსელში და საშუალებას იძლევა სირთულეების გარეშე მოიცვას Wi-Fi-მ მთელი სახლი. როუტერების მართვა მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხორციელდება. Eero-მ პირველი როუტერები 2015 წელს გამოუშვა და მის მაგალითს მიჰყვნენ Google, Samsung, Linksys, Netgear და სხვა კომპანიები: გამოუშვეს საკუთარი გამაერთიანებელი მარშრუტიზატორები. 

Eero-ს მოწყობილობა მაქსიმალურად გამარტივებული და აქვს თანამედროვე როუტერების მხოლოდ საბაზისო შესაძლებლობები. გაფართოებული ფუნქციების გააქტიურება კი შესაძებელია წელიწადში 99 დოლარად Eero Plus-ის გამოწერის შემთხვევაში. 

image.jpeg 

Amazon-ი არ ჩქარობს გაამხილოს Eero-სთან დაკავშირებული სამომავლო კონკრეტული გეგმები. თუმცა ლოგიკური იქნებოდა ვარაუდი, რომ მოხდება მისი ინტეგრაცია ხმოვან დამხმარე Alexa-სთან ან გამოჩნდება Amazon Echo-ს მოწყობილობაში Wi-Fi როუტერების გამაერთიანებლად. ბრენდი Eero-ს სახელი როგორც ჩანს შენარჩუნდება, ყოველ შემთხვევაში, ახლო პერსპექტივაში მაინც. 

image.jpeg 

მოხარულნი ვართ, რომ Amazon-ის ოჯახთან შეერთებით მჭიდროდ ვითანამშრომლებთ გუნდთან, რომელიც განსაზღვრავს სმარტ-სახლების მომავალს, დააჩქარებს ჩვენს მისიას და Eero-ს სისტემებს მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს შესთავაზებს“ - განაცხადა Eero-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა  Nick Weaver-მა.  

წარმატებული დამწყები კომპანიის შეძენის წყალობით Amazon-ს მომხმარებელთა ფასეულ მონაცემებზე უფრო მეტი წვდომა ექნება და გაძლიერდება მისი გავლენა სმარტ-სახლების სფეროზე. გასულ წელს Amazon-მა შეიძინა სმარტ-კარის ზარი კამერების მწარმოებლისგან - Ring. 2017 წელს კი იყიდა კომპაქტური გარე კამერების მწარმოებელი კომპანია - Blink. 

image.jpeg 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.