Magdalena Posted February 14, 2019 Posted February 14, 2019 გასულ წელს NVIDIA-მ წარადგინა საფირმო ვარიანტი SoC Jetson AGX Xavier – Volta-არქიტექტურით. გადაწყვეტილება ორიენტირებულია სხვადასხვა რობოტიზებული ტექნიკისთვის ავტოპილოტის შექმნაზე. სანამ კომპანიის მომხმარებლები ფიქრობენ - სჭირდებათ თუ არა ეს სიახლე, NVIDIA-მ დანიშნულება უპოვა თავის რობოტიზებულ პლატფორმას: კომპანიის კამპუსის დერეფნებში მოძრაობა დაიწყო რობოტმა სახელად Carter-მა, რომლიც მოვალეობასაც წარმოადგენს კომპანიის თანამშრომლებისთვის ახლადმომზადებული პოპკორნის პაკეტების დარიგება. პლატფორმა წარმოადგენს Segway RMP 210 შასს (ობიექტის კონსტრუქციის დამჭერი კარკასი) ლიდარებითა და სტერეოსკოპული კამერით. რობოტის „ტვინი“ - ეს არის SoC NVIDIA Jetson AGX Xavier-ის ბაზაზე შექმნილი სისტემა. შეკვეთის მიცემა და მიწოდება ხორციელდება სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით. რობოტის მარშრუტი დამოუკიდებლად განისაზღვრება - იგი თავისით უვლის გვერდს სტატიკურ და დინამიურ წინაღობებს. სამომავლოდ, მწარმოებელთა გუნდი აპირებს რობოტების იმგვარად დაპროგრამებას, რომ მათ დახმარება გაუწიონ თანამშრომლებს პარკირების ადგილის მოძებნაში, აგრეთვე კომპანიის სტუმრები NVIDIA-ს ოფისთან მიაცილონ. კომპანიაში თვლიან, რომ შეძლებენ უნივერსალური რობოტის შექმნას, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება ნივთების ერთი წერტილიდან მეორეში ავტომატური გადატანით. საუბარი ეხება შენობის შიდა ლოჯისტიკას. ღია სივრცეებში რობოტების ფუნქციონირება NVIDIA-ს გეგმებში ჯერჯერობით არ შედის. ამისათვის საჭირო იქნება მთელი რიგი სოციალური, იურიდიული და სხვა საკითხების მოგვარება. ამჟამად კი კომპანიის შენობაში რობოტების გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს. https://overclockers.ru/hardnews/show/95789/avtopilot-nvidia-nauchili-razvozit-popkorn-sotrudnikam-kompanii 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.