Jump to content

Recommended Posts

Posted

გასულ წელს NVIDIA-მ წარადგინა საფირმო ვარიანტი SoC Jetson AGX Xavier  Volta-არქიტექტურით. გადაწყვეტილება ორიენტირებულია სხვადასხვა რობოტიზებული ტექნიკისთვის ავტოპილოტის შექმნაზე. სანამ კომპანიის მომხმარებლები ფიქრობენ - სჭირდებათ თუ არა ეს სიახლე, NVIDIA-მ დანიშნულება უპოვა თავის რობოტიზებულ პლატფორმას: კომპანიის კამპუსის დერეფნებში მოძრაობა დაიწყო რობოტმა სახელად Carter-მა, რომლიც მოვალეობასაც წარმოადგენს კომპანიის თანამშრომლებისთვის ახლადმომზადებული პოპკორნის პაკეტების დარიგება. 

image.jpeg 

პლატფორმა წარმოადგენს Segway RMP 210 შასს (ობიექტის კონსტრუქციის დამჭერი კარკასი) ლიდარებითა და სტერეოსკოპული კამერით. რობოტის „ტვინი“ - ეს არის SoC NVIDIA Jetson AGX Xavier-ის ბაზაზე შექმნილი სისტემა. შეკვეთის მიცემა და მიწოდება ხორციელდება სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით. რობოტის მარშრუტი დამოუკიდებლად განისაზღვრება - იგი თავისით უვლის გვერდს სტატიკურ და დინამიურ წინაღობებს. სამომავლოდ, მწარმოებელთა გუნდი აპირებს რობოტების იმგვარად დაპროგრამებას, რომ მათ დახმარება გაუწიონ თანამშრომლებს პარკირების ადგილის მოძებნაში, აგრეთვე კომპანიის სტუმრები NVIDIA-ს ოფისთან მიაცილონ. 

კომპანიაში თვლიან, რომ შეძლებენ უნივერსალური რობოტის შექმნას, რომელიც მომხმარებლებს დაეხმარება ნივთების ერთი წერტილიდან მეორეში ავტომატური გადატანით. საუბარი ეხება შენობის შიდა ლოჯისტიკას. ღია სივრცეებში რობოტების ფუნქციონირება NVIDIA-ს გეგმებში ჯერჯერობით არ შედის. ამისათვის საჭირო იქნება მთელი რიგი სოციალური, იურიდიული და სხვა საკითხების მოგვარება. ამჟამად კი კომპანიის შენობაში რობოტების გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენს. 

 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.