Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ზედამხედველობის ადმინისტრაციამ (Food and Drug Administration) დაიწყო ბლოკჩეინ-სისტემის ტესტირება, რომელიც საშუალებას იძლევა მედიკამენტები შემოწმდეს აფთიაქებსა და საავადმყოფოებში. ამ ინფორმაციის ავრცელებს რესურსი Engadget-ი ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ცნობებზე დაყრდნობით. 

FDA-ს დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს: „ბლოკჩეინი საშუალებას მოგვცემს შემცირდეს იმის ალბათობა, რომ ოპიატები ან სხვა საშიში ნარკოტიკული ნივთიერებები ტრანსპორტირების შემდეგ მოხვდება არა აფთიაქებში, არამედ ნარკოდამოკიდებულებთან ან დილერებთან. 

ამჟამად FDA ეძებს კომპანიებს, რომლებიც მზად იქნებიან საპილოტე პროექტში მონაწილეობისთვის. განაცხადის შეტანის ვადა 11 მარტამდეა, თვის ბოლოს კი დეპარტამენტი პროექტის მონაწილეებს თავის გამავრცელებელ რეესტრთან დააკავშირებს. 

თუკი პლატფორმის გამოცდა წარმატებით ჩაივლის, 2023 წელს მსში ჩაერთვება აშშ-ის ყველა აფთიაქი და საავადმყოფო. FDA-ში თვლიან, რომ მ დროისთვის კონგრესი მიიღებს შესაბამის კანონს, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს უფლებას მისცემს განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია გამოიყენონ. 

ამ დრომდე კი IBM Watson Health-სა და FDA-ს უკვე შექმნილი აქვთ ბლოკჩეინ-სისტემა, რომელშიც სამომავლოდ მოხდება ამერიკელი პაციენტების სამედიცინო მონაცემებისა და კლინიკური ისტორიების გადატანა. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.