Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის აზრით, ერთ დროსაც მარსისკენ ფრენები ძალიან ბევრი ადმიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი. საკმარისი იქნება დედამიწაზე კუთვნილი საცხოვრებლის გაყიდვა და აღებული თანხის გადახდა კოსმოსურ ოგზაურობაში. გარდა ამისა, მასკმა ბონუსიც შესთავაზა ფრენის მსურველებს: უკა დედამიწაზე დაბრუნება მათთვის უფასო იქნება. 

image.jpeg 

დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დროსაც მარსზე გამგზავრება 500 ათას დოლარზე ნაკლები ეღირება, შესაძლოა 100 ათას დოლარზე ნაკლებიც კი“ -დაწერა მასკმა Twitter-ზე.image.png 

მისი აზრით, მგზავრობის ამგვარი ღირებულება განაპირობებს იმას, რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების მცხოვრებთა დიდი ნაწილი სურვილისამებრ შეძლებს გაყიდოს თავისი სახლი, გადაიხადოს მგზავრობის ფასი და სხვა პლანეტაზე გადასახლდეს. 

ამგვარი ხელმისაწვდომი კოსმოსური ფრენების ორგანიზება მასკს სურს განახორციელოს რაკეტა Starship-ით, რომელშიც გათვალისწინებულია ადამიანების კომფორტულად გადაფრენა მარსზე, სამომავლო პერსპექტივაში კი - მის ფარგლებს გარეთაც. მცირე ხნის წინ კომპანიამ უკვე მეორედ ჩაატარა მოდერნიზებული ძრავის - Raptor-ის გამოცდა, რომელსაც სუბორბიტალურ ფრენებში გამოიყენებენ. ამგვარი სატესტო ფრენების დაწყება მიმდინარე წლის მარტიდანაა დაგეგმილი. 

image.png 

Starship-ის ძრავის, Raptor-ის გამოცდა 

სამომავლო პერსპექტივაში, SpaceX აპირებს შექმნას Raptor-ის უნივერსალური ვერსია, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც გამწევ/მატარებელ რაკეტებში კოსმოსური აპარატების გასაშვებად, აგრეთვე თავად აპარატებშიც - საჭირო ორბიტაზე გასვლისა და მანევრირებისთვის. ამის წყალობით შესაძლებელი გახდება დროის დაზოგვა, აგრეთვე შემცირდება ხარჯები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.