Magdalena Posted February 13, 2019 Posted February 13, 2019 კრიპტოვალუტების ბირჟა Binance 20 თებერვალს აამოქმედებს თავისი ახალი დეცენტრალიზებული ბირჟის სატესტო ვერსიას - დაადასტურა გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ 12 თებერვალს Twitter-ზე. Binance DEX, რომელთან დაკავშირებითაც გეგმები გასულ წელს გაჩნდა, მიმართულია, რომ დეცენტრალიზებული ბაზით უზრუნველყოს კრიპტოვალუტების მფლობელები ტოკენებით ვაჭრობისთვის. პლატფორმა მოხსნის პასუხისმგებლობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომლებიც დამახასიათებელია ტრადიციული დეცენტრალიზებული პლატფორმებისთვის. სატესტო ვერსია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი იქნება. Binance DEX-ის შესახებ წინა პერიოდის ანონსში ნათქვამი იყო, რომ პლატფორმას ექნება კრიპტოვალუტების აპარატული (hardware) საფულეების მხარდაჭერა. ჩჟაოს თქმით, ეს ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ვაჭრობისას კონტროლის ქვეშ იქონიონ თავიანთი private key-ები. სატესტო ქსელის შესახებ დაპირებები დეკემბერში ვრცელდებოდა, იმავე დროს Binance-მა აამოქმედა „ბირჟისგარე სავაჭრო დახლი“ (over-the-counter desk) და სხვა ფუნქციები დიდი სავალუტო ბრუნვის მქონე მსხვილი მოვაჭრეებისთვის. იმ დროს, როდესაც DEX-ის შესახებ დაანონსდა, ჩჟაომ დაამატა, რომ მას შემდეგნაირი მოლოდინები აქვს: ბაზრის რეაქციებიდან გამომდინარე, პლატფორმა ან იმუშავებს Binance-ის ორიგინალ პლატფორმასთან ტანდემში, ან მას მთლიანად ჩაანაცვლებს. კომპანიის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ Binance ასევე გეგმავს თავისი საქმიანობა გააფრთოვოს მინიმუმ ორ ახალ ბაზარზე მიმდინარე წელს https://cointelegraph.com/news/binance-ceo-reveals-testnet-release-date-for-decentralized-exchange 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now