Magdalena Posted February 12, 2019 Posted February 12, 2019 SpaceX-მა მორიგი ნაბიჯი გადადგა თავისი ამბიციური გეგმის რეალიზაციაში: კომპანია აპირებს შექმნას გლობალური თანამგზავრული ქსელი მონაცემთა გადაცემისთვის. ამჯერად კომპანიამ განაცხადი შეიტანა კავშირების ფედერალურ კომისიაში (Federal Communications Commission), რათა მიიღოს ლიცენზია სადგურების განთავსებისთვის. განცახდებაში, რომელიც შეტანილ იქნება შვილობილი კომპანიის - SpaceX Services-ის სახელით, მოთხოვნილია ნებართვა, რომ განთავსდეს მილიონი მიწისზედა სადგური. მათ კი Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის მომხმარებლები გამოიყენებენ. SpaceX-ს FCC-ისგან უკვე აქვს მიღებული თანხმობა თანამგზავრული სისტემების - Starlink-ის გაშვებაზე. თანამგზავრების გაყვანა დაიწყება მიმდინარე წელს და მათი ორბიტაზე გაშვება განხორციელდება რაკეტა Falcon 9-ის მიერ. გასულ წელს SpaceX-მა ორბიტაზე გაუშვა ორი ექსპერიმენტალური ფართოხაზოვანი თანამგზავრი. მათი გამოცდის წყალობით კომპანიამ დააკორექტირა Starlink-ის სისტემების ამოქმედებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები. FCC-ისთვის გაგზავნილ ნებართვის მოთხოვნაში მოცემულია: „ეს განცხადება წარმოადგენს მეორე ნაბიჯს პროექტის რეალიზაციაში. იგი ითვალისწინებს მიწისზედა სადგურების ფუნქციონირებას და მომხმარებლებისთვის მაღალეფექტური და ფართო წვდომის ტექნოლოგიის მიწოდებას“ - ნათქვამია დოკუმენტში. განაცხადის ტექნიკურ ნაწილში SpaceX-ი ამტკიცებს, რომ ლიცენზირების წესები, რომლებიც ორიენტირებულია თანამგზავრების მოქმედების სტანდარტებზე, არ უნდა იქნას გამოყენებული დაგეგმილ სადგურებში, რადგანაც FCC-მა აღიარა, რომ შესაძლოა ეს სტანდარტები არ შეესაბამებოდეს დედამიწის ახლო ორბიტაზე განთავსებულ თანამგზავრულ ქსელს იმ ტრადიციული თანამგზავრებისგან განსხვავებით, რომლებიც დედამიწის გეოსტაციონარულ ორბიტაზე იმყოფებიან. https://3dnews.ru/982546 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.