Jump to content

Recommended Posts

Posted

SpaceX-მა მორიგი ნაბიჯი გადადგა თავისი ამბიციური გეგმის რეალიზაციაში: კომპანია აპირებს შექმნას გლობალური თანამგზავრული ქსელი მონაცემთა გადაცემისთვის. ამჯერად კომპანიამ განაცხადი შეიტანა კავშირების ფედერალურ კომისიაში (Federal Communications Commission), რათა მიიღოს ლიცენზია  სადგურების განთავსებისთვის. 

image.png 

განცახდებაში, რომელიც შეტანილ იქნება შვილობილი კომპანიის - SpaceX Services-ის სახელით, მოთხოვნილია ნებართვა, რომ განთავსდეს მილიონი მიწისზედა სადგური.  მათ კი Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის მომხმარებლები გამოიყენებენ. 

image.jpeg 

SpaceX- FCC-ისგან უკვე აქვს მიღებული თანხმობა თანამგზავრული სისტემების -  Starlink-ის გაშვებაზე. თანამგზავრების გაყვანა დაიწყება მიმდინარე წელს და მათი ორბიტაზე გაშვება განხორციელდება რაკეტა Falcon 9-ის მიერ. 

გასულ წელს SpaceX-მა ორბიტაზე გაუშვა ორი ექსპერიმენტალური ფართოხაზოვანი თანამგზავრი. მათი გამოცდის წყალობით კომპანიამ დააკორექტირა Starlink-ის სისტემების ამოქმედებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები. 

FCC-ისთვის გაგზავნილ ნებართვის მოთხოვნაში მოცემულია: 

„ეს განცხადება წარმოადგენს მეორე ნაბიჯს პროექტის რეალიზაციაში. იგი ითვალისწინებს მიწისზედა სადგურების ფუნქციონირებას და მომხმარებლებისთვის მაღალეფექტური და ფართო წვდომის ტექნოლოგიის მიწოდებას“ - ნათქვამია დოკუმენტში. 

განაცხადის ტექნიკურ ნაწილში SpaceX-ი ამტკიცებს, რომ ლიცენზირების წესები, რომლებიც ორიენტირებულია თანამგზავრების მოქმედების სტანდარტებზე, არ უნდა იქნას გამოყენებული დაგეგმილ  სადგურებში, რადგანაც FCC-მა აღიარა, რომ შესაძლოა ეს სტანდარტები არ შეესაბამებოდეს დედამიწის ახლო ორბიტაზე განთავსებულ თანამგზავრულ ქსელს იმ ტრადიციული თანამგზავრებისგან განსხვავებით, რომლებიც დედამიწის გეოსტაციონარულ ორბიტაზე იმყოფებიან. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.