Magdalena Posted February 11, 2019 Posted February 11, 2019 ორბიტალური ფრენების სფეროში მალე ახალი მოთამაშე გამოჩნდება. SpaceX-სა და Blue Origin-ამდე მას საკმაოდ ბევრი უკლია, თუმცა საწყისი ეტაპები ენერგიული აღმოჩნდა. შოტლანდიურმა კერძო სტარტაპმა, Orbex-მა წარადგინა მსოფლიოში ყველაზე დიდი სარაკეტო ძრავი, რომელიც მთლიანად 3D-პრინტერითაა დამზადებული. გარდა ამისა, კომპანიამ წარმოადგინა თავისი რაკეტის - Prime Rocket-ის მეორე ეტაპიც: ეს მოვლენა მან ახალი შტაბ-ბინისა და სამუშაო ცენტრის გახსნას მიუძღვნა. ახალი რეაქტიული ძრავი მუშაობს ეკოლოგიურად სუფთა და განახლებად საწვავზე - ბიოპროპანზე. პერსპექტივაში, მისი გაშვებისას ტრადიციულ სარაკეტო საწვავთან შედარებით 90%-მდე შემცირდება მავნე გამონაბოლქვის გაბნევა ატმოსფეროში. გამწევი რაკეტა Prime Rocket-ის მეორე დონის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ მისი კორპუსი დამზადებულია ალუმინის შენადნობისა და ნახშირბადის ბოჭკოებისგან, რისი წყალობითაც იგი 30%-ით უფრო მსუბუქია იმავე კატეგორიის სხვა გამწევ რაკეტებთან შედარებით. რაკეტა 17 მეტრია სიმაღლეში, მისი დიამეტრი 1,3 მეტრის ტოლია და მიეკუთვნება მსუბუქი გამწევი რაკეტების კატეგორიას. მას შეეძლება რამოდენიმე ასეული კგ ტვირთის გატანა მიუხედავად ორბიტალური სიმაღლისა. Prime Rocket-ის გაშვება შოტლანდიის კოსმოდრომიდან დაგეგმილია 2021 წელს. Orbex-მა აგრეთვე გააფორმა კონტრაქტი შვეიცარიულ კომპანია Astrocast SA-სთან, რაც ითვალისწინებს გლობალური IoT ქსელისთვის 2023 წელს ათი ნანოთანამგზავრის გაშვებას. https://hi-news.ru/technology/predstavlen-samyj-bolshoj-raketnyj-dvigatel-izgotovlennyj-metodom-3d-pechati.html
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now