Jump to content

Recommended Posts

Posted

ტანსაცმლის ზოგიერთი მწარმოებელი თავიანთ პროდუქტს უმატებს სენსორებს, რომლებიც თვალყურს ადევნებს მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამგვარი ფუნქცია, რა საკვირველია, საინტერესოა, თუმცა მომხმარებელთა უმეტესობას სრულიად ბანალური მოთხოვნა აქვს - მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ანსაცმელი თბებოდეს სიცივეში და აგრილებდეს სიცხეში. მერილენდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ტემპერატურისადმი ადაპტირებადი მასალა, რომლისგან სხვადასხვა სახის მაისურების დამზადებაა შესაძლებელი. 

image.jpeg 

სპორტული ტანსაცმლის მწარმოებლები უკვე იყენებენ მაღალი გამტარუნარიანობის მქონე მასალებს, თუმცა მათი ეს თვისება მოქმედია მუდმივად და არა იმ დროს, როდესაც საჭიროა. 

იმისათვის, რომ ფიზიკური აქტივობის დროს რეაგირება მოეხდინა სხეულის ტემპერატურის ცვლილებებზე, მკვლევარებმა შექმნეს ქსოვილი ძაფისგან, რომელიც შედგება ორგვარი ბოჭკოსგან - ეს ბოჭკოები იწოვენ და უკუაგდებენ სინოტივეს. სხეულის დატენიანებისას ქსოვილი თხელი ხდება და მასზე ფორები ჩნდება. ქსოვილში აგრეთვე არის ნახშირბადის ნანომილაკები, რომლებიც ქსოვილის თვისებებს მოქმედებაში ხელს უწყობს. 

image.jpeg 

ამგვარი მაისურის გამოყენებისას ორგანიზმი ორგვარად გრილდება: პირველი - მაისურის ფორებიდან და მეორე - ნანომილაკები ეხმარებიან სხეულს მეტი სითბოს გამოყოფაში. როდესაც ადამიანი პასიურ მდგომარეობაში იმყოფება, მატერიალი ინარჩუნებს ოპტიმალურ ტემპერატურას და მომხმარებელი არ განიცდის ზედმეტი სიცივის შეგრძნებას. 

ქსოვილის ეფექტურობის შესამოწმებლად მკვლევარებმა იგი მოათვსეს რეგულირებადი სინოტივის კონტეინერში. მისი გამტარუნარიანობის გაზომვის შედეგად მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ სინესტის 90%-მდე მომატებისას გამტარუნარიანობა 35,4%-მდე გაიზარდა. 

image.png 

„მომავლის ტანსაცმლისთვის მასალების შექმნით უამრავი კომპანია და კვლევითი ჯგუფია დაკავებული. 2018 წლის ბოლოს კომპანია Fast Company-მ გამოუშვა გრაფენით დამზადებული ქურთუკი, რომელიც ასევე შესანიშნავად ინარჩუნებს ან გამოყოფს სითბოს გარემომცველი პირობების შესაბამისად. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.