Jump to content

Recommended Posts

Posted

პიროვნების ავტომატური ამომცნობი სისტემა პროგრესირებს. ელექტრონიკის, კომპიუტერული ტექნიკის, სატელეკომუნიკაციო სისტემების მწარმოებელმა კომპანია NEC-მა შექმნა მანქანური სწავლების ტექნოლოგია, რომელსაც 90% სიზუსტით შეუძლია მოხდინოს პიროვნების იდენტიფიკაცია არასრული გამოსახულების მიხედვითაც. დავაზუსტებთ, რომ იდენტიფიკაციისთვის არ არის აუცილებელი სუბიექტის სახის ან სახის ნაწილის გამოსახულება. NEC-ის ახალი სისტემისთვის საკმარისია პიროვნების სულ მცირე გამოსახულებაც კი კანა ან გვერდითი ხედით. ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან რეალურ პირობებშ სათვალთვალო კამერებს არ შეუძიათ აღბეჭდონ ადამიანის სრულფასოვანი გამოსახულება. ამიტომ მუდმივად რაღაც ირევა ერთმანეთში, ადამიანების ჩათვლით.  

image.jpeg 

NEC-ის ამომცნობი ტექნოლოგია შექმნილია კომპანიის საფირმო პროგრამის - „უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში. იგი ადრე შექმნილი საიდენტიფიკაციო ტექნოლოგიის გაგრძელებას წარმოადგენს. გაუმჯობესებული ტექნოლოგია ადამიანებს დახმარებას გაუწევს დაკარგული ბავშვების ძიებაში ან გამოყენებული იქნება ხალხმრავალ დაწესებულებებში ადამიანებზე თვალყურის სადევნად. 

image.jpeg 

ხელოვნური ინტელექტი შეისწავლის ტანსაცმელს, სხეულის ფორმას და სხვა სახასიათო ნიშნებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი ხდება საძიებო პიროვნების ამოცნობა. პირს შეუძლია სახე დამალოს ან ზურგით იმყოფებოდეს კამერისკენ, თუმცა მთლიან სხეულს ვერ დამალავს. NEC-ში ირწმუნებიან, რომ მიღებული ფრაგმენტებიც კი საკმარისია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.