Jump to content

Recommended Posts

Posted

2019 წლის იანვარში ისტორიული მოვლენა მოხდა -  ჩინური ზონდი Change 4 წარმატებით დაეშვა მთვარის ბნელ მხარეზე, გადაიღო პანორამული ფოტოები და ნაწილობრივ შეისწავლა ზედაპირი. ამ მისიის შესრულება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა თანამგზავრის მიერ შესრულებული სამუშაო -  ზონდს არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი დედამიწასთან, მონაცემთა გადაცემა ხორციელდებოდა სწორედ თანამგზავრის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ სიგნალების გადაცემის პარალელურად იგი სხვა დავალებებსაც ასრულებს, მაგალითად - იღებს მთვარისა და დედამიწის შესანიშნავ ფოტოებს. 

image.jpeg

 

ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო თანამგზავრმა გადაიღო 3 თებერვალს. მისი გადაცემა მოხდა ნიდერლანდური რადიოტელესკოპისკენ, რომელსაც, მიუხედავად იმისა რომ მოძველებულია, კვლავ იყენებს ჩინური კოსმოსური მართვის სააგენტო CNSA. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სააგენტომ ფოტო არ გამოაქვეყნა - ეს საქმე ობსერვატორიის თანამშრომლებმა შეასრულეს: მათ დაარედაქტირეს ფოტო იმგვარად, რომ უფრო ბუნებრივი სახე მიეღო. 

image.jpeg 

სპეციალისტებმა თავინთ ბლოგზე აგრეთვე გამოაქვეყნეს ფოტოს გადიდებული ვერსია, რომელზეც მიუთითეს 12 ცნობილი კრატერის დასახელებები.  

image.png 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახის ფოტო სიახლეს არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2015 წელს NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა - Deep Space Climate Observatory (DSCOVR) აღბეჭდა მთვარის გამოსახულება დედამიწის ფონზე. ამჟამინდელი, ჩინური თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტო ბევრად მაღალი ხარისხისაა და უფრო მეტად რეალურობის ამსახველი. ეს ფოტო აპარატის მშვენიერი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ კამერის ზომა 50 სანტიმეტრს არ აღემატება. ეს მიკროკამერა საუდის არაბეთშია დამზადებული. 

  • Like 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.