Jump to content

Recommended Posts

Posted

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა მსოფლიოში ყველაზე სუფთა ლაზერული სხივი. 

ფიზიკოსების მიერ შექმნილი მოწყობილობა ქმნის ლაზერულ სხივს, რომლის მთავარი განსაკუთრებულობა გამოიხატება მასშტაბირების შესაძლებლობებში - იგი დროთა განმავლობაში ნაკლებ ცვლილებებს განიცდის სხვა ლაზერებთან შედარებით. როგორც წესი, ტემპერატურის ცვლილებისა და სხვა გარემო-ფაქტორების ზეგავლენით ლაზერული სხივები იცვლება. ამას ეწოდება ხაზის სიგანე, რომელიც ჰერცებში ან ციკლებში იზომება. 

ჩვეულებრივი მაღალი სიზუსტის ლაზერები, როგორც წესი, აღწევენ სიგანეს ათასიდან 10 ათას ჰერცამდე, ახალი ლაზერის ხაზის სიგანე კი არ აღემატება 20 ჰერცს. მოწყობილობა შედგება ბოჭკოვანი სენსორებისგან, რომლებითაც მუდმივად მოწმდება ამჟამინდელი ტალღის სიგრძე, ხდება მისი შედარება წინა მაჩვენებლებთან და ხარვეზების გასწორება. 

image.jpeg 

 

მაღალი სიზუსტის ლაზერის გამოყენება შესაძლებელია გრავიტაციული ტალღების საკვლევ ლაბორატორიებსა და სენსორებზე კოსმოსში. მათი მეშვეობით შესაძლებელია დაფიქსირდეს გრავიტაციული მოვლენები, რომლებიც დედამიწიდან მილიონობით სინათლის წელიწადის დაშორებით მოხდა. მაგალითად - შავი ხვრელების შეჯახება, რომლებიც წარმოქმნიან მძლავრ გრავიტაციულ ტალღებს. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.