Jump to content

Recommended Posts

Posted

ელექტრომობილებსა და ჩვეულებრივ ავტომანქანებს შორის გარეგნული თვალსაზრისით დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ შიდა აღჭურვილობა რადიკალურად განსხვავებულია. ამის შესახებ ყველაზე კარგად იციან მაშველებმა, რომელთაც სერიოზული ავარიის შემთხვევაში მსხვერპლის გამოყვანა უწევთ მანქანის სალონიდან და ზოგჯერ ამისათვის მანქანის გაჭრაა საჭირო.  როგორც აღმოჩნდა, Tesla Model 3 ელექტრომობილები უფრო ადვილად ექვემდებარება გახსნას, ვიდრე სხვა ელექტრომანქანები. ეს დაკავშირებულია სარისკო კომპონენტების კონსტრუქციების განლაგების თავისებურებით. 

image.jpeg 

საუბარი ეხება მაღალვოლტიან სადენებს. Tesla-ს ავტომობილების არქიტექტურის ექსპერტის - ბროკ არჩერის თქმით, Model 3-ის ავარიის შემთხვევაში მაშველებს შეუძლიათ მანქანის ნებისმიერი მხრიდან გამოიყვანონ დაშავებული ადამიანი მაღალი ძაბვის სადენების დაზიანებისა და მათთან შეხების გარეშე. 

image.jpeg 

გამოსახულებაზე ვხედავთ, რომ საშიში სადენები ძირითადად განლაგებულია საბარგულის მარცხენა მხარეს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დაშავებულების გამოყვანა რომელიმე კარის მხრიდან, სადაც საშიში ელემენტები საერთოდ არ არის. სამწუხაროდ, იგივე არ ითქმის Tesla Model X-ის შემთხვევაში - მას მექანიკური კარები აქვს, რომლებიც ვერტიკალურად იხსნება. რა საკვირველია, მათზე ელექტროსადენებია მიერთებული, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ავტომობილის გაჭრისას. 

image.jpeg

შესაძლოა, ერთი შეხედვით ჩანდეს, რომ Tesla-ს ავტომობილები ყველაზე ხშირად ხვდებიან ავარიებში. რეალურად კი ასე არ არის - ილონ მასკი განმარტავს, რომ უბრალოდ მაღალია საინფორმაციო მედია საშუალებების მხრიდან მისი კომპანიის ავტომობილებთან დაკავშირებული შემთხვევების გაშუქება. ამის დასამტკიცებლად მასკი მზად არის, წარმოადგინოს საგზაო შემთხვევების ანგარიში. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.