Magdalena Posted February 6, 2019 Posted February 6, 2019 Microsoft-ს არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ პლატფორმების გადაკვეთის წინააღმდეგი არ არის. და ამჯერად როგორც ჩანს, კომპანიამ გადაწყვიტა სიტყვებიდან საქმისკენ გადაინაცვლოს. Game Developers Conference-ის (GDC) ოფიციალურ საიტზე მოცემულია Microsoft-ის პრეზენტაცია, რომლის თანახმადაც კორპორაცია გეგმავს, განავითაროს სერვისი Xbox Live და მასში დანერგოს Nintendo Switch-ისა და მობილური მოწყობილობების (iOS/Android) მხარდაჭერა. ამჟამად Xbox Live ძირითადად მუშაობს Xbox-სა და პერსონალურ კომპიუტერებზე. ყველა ზემოთხსენებული პლატფორმის მფლობელს შეეძლება ისარგებლოს Xbox Live-ის ფუნქციებით. Microsoft-ის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება გეიმინგ-ანტრეპრენერებს საშუალებას მისცემს - დაინგრეს ბარიერები პლატფორმებს შორის. საერთო ჯამში Xbox Live სამომავლოდ თეორიულად მოიცავს ორ მილიარდ მოწყობილობას. ამჟამად ეს რიცხვი დაახლოებით ოთხას მილიონს შეადგენს. მარტის შუა რიცხვებში გაიმართება კონფერენცია GDC 2019 – სწორედ ამ პერიოდშია მოსალოდნელი სრულფასოვანი დეტალების გახმაურება. https://overclockers.ru/softnews/show/95664/microsoft-sobiraetsya-obedinit-v-xbox-live-igrokov-na-pc-xbox-nintendo-switch-i-mobilnyh-ustrojstvah 1 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.