Jump to content

Recommended Posts

Posted

სააგენტო NASA აპირებს ასტრონავტები მიიყვანოს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მცირე ზომის კოსმოსური ხომალდით. ამ გეგმაში დამხმარეებად მან ირჩი კომპანია SpaceX და Boeing  ამ უკანასკნელმა შექმნა კოსმოსური აპარატი  CST-100 Starliner, რომელიც ექსპლუატაციაში გაეშვება უპილოტო გამოცდის წარმატებით განხორციელების შემდეგ. გასულ წელს ტესტირება ჩავარდა საწვავის გაჟონვის გამო, ამჯერად კი კომპანია Boeing-მა განაცხადა, რომ აპარატი შეკეთებულია და მზადაა დაამტკიცოს თავისი უსაფრთხოება. 

image.jpeg 

Boeing Starliner-ი ჯერჯერობით არ გამოუცდიათ კოსმოსში, მაგრამ მწარმოებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. აპარატს ტესტირება აქვს გავლილი დედამიწის ატმოსფეროში - მან წარმატებით შეძლო გაეხსნა პარაშუტი და გამოეყენებინა ეკრანი, რომელიც აპარატს იცავს მაღალი ტემპერატურისგან. ეჭვს არ იწვევს ის, რომ  საფრენ აპარატს შეუძლია მარტივად და უსაფრთხოდ დაეშვეს მიწაზე. 

Boeing-ის წარმომადგენლის - მარიბეტ დევისი თქმით, თუკი აპარატი კოსმოსში დაამტკიცებს თავის უსაფრთხოებას, ასტრონავტები შეძლებენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდნენ მისით მიმდინარე წლის აგვისტოშივე. მისიის სახელწოდება იქნება Orbital Flight Test და აფრენა მოხდება ფლორიდის, კეიპ-კანავერალის სამხედრო-საჰაერო ძალების სადგურიდან. მოგახსენებთ, რომ სწორედ ამ ადგილიდან იწყებოდა ცნობილი კოსმოსური პროგრამების  - Gemini-სა და Apollo- მოქმედება. 

თავის მხრივ საერთაშორისო კოსმოსური სადგური უკვე მზადაა სტუმრების მისაღებად. ასტრონავტებმა უკვე მიიღეს სიფრთხილის ზომები და დააყენეს ზემგრძნობელობის მქონე კამერები მისაერთებელ აპარატურაზე, რათა თავიდან აირიდონ ხომალდების მნიშვნელოვანი დეტალების დაზიანების ალბათობა. 

კომპანია SpaceX გეგმავს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტები Crew Dragon-ით მიიყვანოს. წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ამ ხომალდის გაშვება შედგება 2019 წლის პირველ ნახევარში. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.