Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კრიპტოვალუტები ინდუსტრიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პირმა დაადასტურა, რომ მას სჯერა - საცალო ინტერნეტ-გაყიდვების გიგანტი Amazon-ი გვერდს ვერ აუვლის საკუთარი altcoin-ის გამოშვებას. 

ინტერნეტ-ბიზნესზე ფართო ჭრილში საუბრისას, უმსხვილესი კრიპტო-ბირჟა Binance-ის გენერალურმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ განაცხადა, რომ საკითხავი ის არის, როდის გამოუშვებს Amazon-ი თავის კრიპტოს და არა ის - გამოუშვებს თუ არა. 

წარსულში სავაჭრო გიანტი ცდილობდა დაენერგა ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის ფორმები, თუმცა მისი ურთიერთობა კრიპტოვალუტებთან კვლავ მხოლოდ მოარულ ხმებთანაა დაკავშირებული. 

ამგვარი ხმები პერიოდულად ვრცელდება პრესაში. ასევე საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა Amazon-მა მოახდინოს Bitcoin-ის ინტეგრირება გადახდის საშუალებად.  

„არ მესმის, ინტერნეტზე დაფუძნებულ ნებისმიერ არაფიზიკურ ბიზნესებს შორის რატომ არავინ იყენებს კრიპტოვალუტებს გადახდებისთვის. ეს უფრო მარტივი, სწრაფი და იაფია, ვიდრე ტრადიციული ტიპის გადახდები. ნაკლებია ქაღალდთან დაკავშირებული სამუშაო და აღწევს უფრო მრავალფეროვან დემოგრაფიულ და გეოგრაფიულ მაჩვენებლებს“ - დაწერა Zhao-მ  Twitter-ზე, შემდეგ კი ცალკე დაამატა: 

Amazon-ს ადრე თუ გვიან მოუწევს კრიპტოვალუტის გამოშვება“. 

Zhao-ს განცხადებიდან მცირე პერიოდში გენერალურმა დირექტორმა Jack Dorsey-მ აიმეორა საკუარი პროგნოზი იმის შესახებ, რომ საბოლოო ჯამში თავად ინტერნეტი  დაასრულებს კრიპტოვალუტის - დიდი ალბათობით Bitcoin-ის გამოყენებით.  

პოდკასტ Joe Rogan Experience-თან საუბრისას Dorsey-მ განაცხადა, რომ მარალია იგი დარწმუნებული არ არის, რომ Bitcoin-ი საბოლოოდ ამ როლს შეასრულებს, უმსხვილესი კრიპტოვალუტა ყველაზე ცხადი არჩევანი ჩანს. 

„ეს იყო რაღაც, რაც ინტერნეტში შეიქმნა, ინტერნეტში შემუშავდა და შემოწმდა. იგი ინტერნეტიდანაა“ -  განაცხადა მან. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.