Magdalena Posted February 4, 2019 Posted February 4, 2019 აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს თვითაღდგენადი საფარი მასალა, რომელსაც შეუძლია რამოდენიმე წამში აღადგინოს ბზარები და ნაკაწრები ლითონის ზედაპირზე. ცნობილია, რომ სითხეს თავისი კონსისტენციიდან გამომდინარე შეუძლია აღადგინოს ზედაპირის სტრუქტურა ფიზიკური მოქმედების შედეგად. მაგალითად, თუკი ნავში წყალი ჟონავს, გარკვეული დროის შემდეგ ზედაპირი აღდგება და დაიბრუნებს პირვანდელ სტრუქტურას - გახდება მთლიანი. მეცნიერებმა შექმნეს სოლიკონი აღდგენილი გრაფენის ოქსიდის მიკროკაფსულებით. მასალა საკმაოდ თხელი კონსისტენციისაა, თუმცა არც იმდენად თხელი, რომ ლითონის ზედაპირიდან წვეთავდეს. კაფსულებით შეიქმნა მჭიდრო ქსელი, რომელსაც შეუძლია შეავსოს და შეამჭიდროვოს ბზარები და ნაკაწრები. ტესტირების დროს მასალა დაიტანეს ალუმინზე, შემდეგ რამოდენიმეჯერ მასზე სხვადასხვა საგნებით დარტყმები განახორციელეს, შემდეგ კი ჩაუშვეს მარილმჟავაში. ყოველ ჯერზე ლითონი აღიდგენდა სტრუქტურას და არ განიცდიდა კოროზიას - აღნიშნულია კვლევაში. https://hightech.fm/2019/02/01/self-healing 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.