Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის ინჟინრებმა შექმნეს თვითაღდგენადი საფარი მასალა, რომელსაც შეუძლია რამოდენიმე წამში აღადგინოს ბზარები და ნაკაწრები ლითონის ზედაპირზე.  

ცნობილია, რომ სითხეს თავისი კონსისტენციიდან გამომდინარე შეუძლია აღადგინოს ზედაპირის სტრუქტურა ფიზიკური მოქმედების შედეგად. მაგალითად, თუკი ნავში წყალი ჟონავს, გარკვეული დროის შემდეგ ზედაპირი აღდგება და დაიბრუნებს პირვანდელ სტრუქტურას - გახდება მთლიანი. 

მეცნიერებმა შექმნეს სოლიკონი აღდგენილი გრაფენის ოქსიდის მიკროკაფსულებით. მასალა საკმაოდ თხელი კონსისტენციისაა, თუმცა არც იმდენად თხელი, რომ ლითონის ზედაპირიდან წვეთავდეს.  

კაფსულებით შეიქმნა მჭიდრო ქსელი, რომელსაც შეუძლია შეავსოს და შეამჭიდროვოს ბზაები და ნაკაწრები. ტესტირების დროს მასალა დაიტანეს ალუმინზე, შემდეგ რამოდენიმეჯერ მასზე სხვადასხვა საგნებით დარტყმები განახორციელეს, შემდეგ კი ჩაუშვეს მარილმჟავაში. ყოველ ჯერზე ლითონი აღიდგენდა სტრუქტურას და არ განიცდიდა კოროზიას - აღნიშნულია კვლევაში. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.