Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს ყველა პატენტი გამოქვეყნდა და შესაძლებელია მათი „კეთილსინდისიერად გამოყენება“ საწარმოო საჭიროებისთვის. მან განმარტა, რომ ეს ქმედება მიმართულია მიზნისკენ - ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას და იმატოს ელექტრომობილების რიცხვმა. 

ოფიციალურ ბლოგში მასკმა განაცხადა, რომ Tesla არ უჩივლებს მათ, ვინც დაპატენტებულ ტექნოლოგიას „საპატიო მიზნებისთვის“ გამოიყენებს. 

როგორც ცნობილია, კომპანიამ გაზარდა დასატენი სადგურების - Supercharger-ების მოხმარების ფასი. როგორც ჩანს, ელექტრომობილებით ეკონომიის გაწევა არ მოხერხდება. 

მასკმა აღნიშნა, რომ პატენტების საიდუმლოდ შენახვა უკვე აღარ წარმოადგენს კარგ პრაქტიკას - იგი ახშობს პროგრესს, აფართოებს იურისტების და არა გამომგონებლების  უფლებებსა და საშუალებებს. 

„ნამდვილი კონკურენცია - ეს არ არის სხვა ელექტრომანქანების მცირე წილი - არამედ ეს არის ბენზინზე მომუშავე ავტომობილების უზარმაზარი ნაკადი, რომელთაც ყოველდღიურად აწარმოებენ მსოფლიოს დიდი ქარხნები“. 

2018 წელს კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა Linux-კოდი  Tesla Model S/X ელექტრომობილებისთვის, რომელიც შეიცავდა  პლატფორმა Tesla Autopilot-ისა და საინფორმაციო-გასართობი სისტემის Nvidia Tegra-ს ნიმუშებს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.