Magdalena Posted February 4, 2019 Posted February 4, 2019 კომპანია Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს ყველა პატენტი გამოქვეყნდა და შესაძლებელია მათი „კეთილსინდისიერად გამოყენება“ საწარმოო საჭიროებისთვის. მან განმარტა, რომ ეს ქმედება მიმართულია მიზნისკენ - ვებრძოლოთ კლიმატის ცვლილებას და იმატოს ელექტრომობილების რიცხვმა. ოფიციალურ ბლოგში მასკმა განაცხადა, რომ Tesla არ უჩივლებს მათ, ვინც დაპატენტებულ ტექნოლოგიას „საპატიო მიზნებისთვის“ გამოიყენებს. როგორც ცნობილია, კომპანიამ გაზარდა დასატენი სადგურების - Supercharger-ების მოხმარების ფასი. როგორც ჩანს, ელექტრომობილებით ეკონომიის გაწევა არ მოხერხდება. მასკმა აღნიშნა, რომ პატენტების საიდუმლოდ შენახვა უკვე აღარ წარმოადგენს კარგ პრაქტიკას - იგი ახშობს პროგრესს, აფართოებს იურისტების და არა გამომგონებლების უფლებებსა და საშუალებებს. „ნამდვილი კონკურენცია - ეს არ არის სხვა ელექტრომანქანების მცირე წილი - არამედ ეს არის ბენზინზე მომუშავე ავტომობილების უზარმაზარი ნაკადი, რომელთაც ყოველდღიურად აწარმოებენ მსოფლიოს დიდი ქარხნები“. 2018 წელს კომპანიამ აგრეთვე გამოუშვა Linux-კოდი Tesla Model S/X ელექტრომობილებისთვის, რომელიც შეიცავდა პლატფორმა Tesla Autopilot-ისა და საინფორმაციო-გასართობი სისტემის Nvidia Tegra-ს ნიმუშებს. https://hightech.fm/2019/02/02/tesla-20 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.