Magdalena Posted February 4, 2019 Posted February 4, 2019 FamilyTreeDNA, პოპულარული დნმ-ის ტესტი მუშაობს FBI- სთან, რათა დაეხმაროს სააგენტოს ძალადობრივი დანაშაულის აღმოფხვრაში. პოლიტიკა, როგორც ჩანს, სცილდება კონფიდენციალურობის წესების იმ საზღვრებს, რომლებსაც სხვა მსხვილი კომპანიები დნმ-ტესტირებებში იყენებენ. პარტნიორული შეთანხმების თანახმად, FBI-ს შეეძლება მონაცემთა ბაზაზე წვდომა იქონიოს მკვლელობის, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ძიებისას, აგრეთვე მსხვერპლის ამოცნობის შემთხვევებში. BuzzFeed News-მა პირველმა განაცხადა FamilyTreeDNA-ის პოლიტიკის შესახებ. კომპანია იტყობინება, რომ სააგენტოსთან ითანამშრომლა ათზე მეტ შემთხვევაში. კომპანიამ განაცხადა, რომ ლაბორატორია, სადაც FamilyTreeDNA-ის ტესტირებები ტარდება, იღებს დნმ-ის ნიმუშებს, რათა შეაგროვოს მონაცემები საეჭვო პირების შესახებ. ლაბორატორია FamilyTreeDNA-ის პრეზიდენტს - Bennett Greenspan-ს ეკუთვნის. ლაბორატორია FBI-ზე მუშაობს, ქმნის „მონაცემთა პროფილებს“ სამართალდამცავი მტკიცებულებების ნიმუშებიდან. ამის შემდეგ ოფიციალურ პირებს შეუძლიათ მონაცემთა ბაზიდან ჩამოტვირთონ მონაცემები და დაიწყონ შესაბამისი პირის ძიება. კომპანია აცხადებს, რომ FBI-ს თავისუფალი კონტროლის საშუალება არ აქვს გენეტიკურ მონაცემთა ბაზაზე, რათა არ დაირღვეს კონფიდენციალურობა. აუცილებელი ინფორმაციის გარდა ნებისმიერი მასალის მისაღებად საჭიროა სამართლებრივი ორდერი. დნმ-ის ტესტირებებმა სამართალდამცავ ორგანოებს დახმარება გაუწია რამოდენიმე მაღალპროფილიან, გახმაურებულ საქმეში. „ვიმედოვნებთ, შევძლებთ დანაშაულის აღკვეთას და სიცოცხლის გადარჩენას. ამის განხორციელებას ჩვენ ვაპირებთ იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობის მაქსიმალურად დაცვა“ - ნათქვამია Greenspan-ის განცხადებაში. https://www.theverge.com/2019/2/2/18207421/family-tree-dna-testing-fbi-crime 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.