Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

FamilyTreeDNA, პოპულარული დნმ-ის ტესტი მუშაობს FBI- თან, რათა დაეხმაროს სააგენტოს ძალადობრივი დანაშაულის აღმოფხვრაში. პოლიტიკა, როგორც ჩანს, სცილდება კონფიდენციალურობის წესების იმ საზღვრებს, რომლებსაც სხვა მსხვილი კომპანიები დნმ-ტესტირებებში იყენებენ.  

პარტნიორული შეთანხმების თანახმად, FBI-ს შეეძლება მონაცემთა ბაზაე წვდომა იქონიოს მკვლელობის, სექსუალური ხასიათის დანაშაულის ძიებისას, აგრეთვე მსხვერპლის ამოცნობის შემთხვევებში. 

BuzzFeed News-მა პირველმა განაცხადა FamilyTreeDNA-ის პოლიტიკის შესახებ. კომპანია იტყობინება, რომ სააგენტოსთან ითანამშრომლა ათზე მეტ შემთხვევაში. 

კომპანიამ განაცხადა, რომ ლაბორატორია, სადაც FamilyTreeDNA-ის ტესტირებები ტარდება, იღებს დნმ-ის ნიმუშებს, რათა შეაგროვოს მონაცემები საეჭვო პირების შესახებ. ლაბორატორია FamilyTreeDNA-ის პრეზიდენტს -  Bennett Greenspan-ს ეკუთვნის. 

ლაბორატორია FBI-ზე მუშაობს, ქმნის „მონაცემთა პროფილებს“ სამართალდამცავი მტკიცებულებების ნიმუშებიდან. ამის შემდეგ ოფიციალურ პირებს შეუძლიათ მონაცემთა ბაზიდან ჩამოტვირთონ მონაცემები და დაიწყონ შესაბამისი პირის ძიება. 

კომპანია აცხადებს, რომ FBI-ს თავისუფალი კონტროლის საშუალება არ აქვს გენეტიკურ მონაცემთა ბაზაზე, რათა არ დაირღვეს კონფიდენციალურობა. აუცილებელი ინფორმაციის გარდა ნებისმიერი მასალის მისაღებად საჭიროა სამართლებრივი ორდერი. 

დნმ-ის ტესტირებებმა სამართალდამცავ ორგანოებს დახმარება გაუწია რამოდენიმე მაღალპროფილიან, გახმაურებულ საქმეში.  

„ვიმედოვნებთ, შევძლებთ დანაშაულის აღკვეთას და სიცოცხლის გადარჩენას. ამის განხორციელებას ჩვენ ვაპირებთ იმგვარად, რომ უზრუნვეყოფილი იყო ჩვენი მომხმარებლების კონფიდენციალურობის მაქსიმალურად დაცვა“ - ნათქვამია Greenspan-ის განცხადებაში. 

 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.