Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Facebook-მა განაცხადა, რომ Apple-მა აღადგინა მისი საწარმოო-კორპორატიული სერტიფიკატი: პროგრამული უზრუნველყოფის ნებართვა, რომელიც სოციალურ ქსელს საშუალებას აძლევს ჩატვირთოს შიდა მობილური აპლიკაციები თანამშრომლების, ბეტა-ტესტირებაში ჩართული პირებისა და კვლევის მონაწილეთა მოწყობილობებში. 

ეს ნაბიჯი განხორციელდა თითქმის ერთი დღის დაგვიანებით იმ შემთხვევიდან, როდესაც Apple-მა დაბლოკა Facebook-ის ამ პროგრამის გამოყენება. შეგახსენებთ, რომ ეს გამოწვეული იყო TechCrunch-ის მიერ აღმოჩენილი ამბით: რესურსმა მიაკვლია აპლიკაციას, სახელად Onavo VPN, რომელიც გასული ზაფხულიდან Apple Store-ში განთავსდა, როგორც აპლიკაცია „Facebook Research“. Facebook-ი ზოგიერთ მომხმარებელს თვეში 20 დოლარს უხდიდა ამ აპლიკაციის გამოყენებისთვის, სანაცვლოდ კი კონფიდენციალურ ცნობებზე წვდომას  იღებდა სმარტფონის მონაცემებიდან.   

Facebook-მა საპასუხოდ დახურა აპლიკაცია, თუმცა Apple-მა მაინც დაბლოკა კომპანია, რადგან მან „უხეშად დაარღვია Apple-თან შეთანხმება“. ამის შემდეგ Apple იგივენაირად მოიქცა Google-ანაც, რადგან ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ საძიებო გიგანტი ანალოგიურ ექსპერიმენტს (სახელად Screenwise Meter ) ახორციელებდა მონაცემთა შეგროვებისთვის . ამ ფაქტის აღმოჩენის შემდეგ Google-მაც გააუქმა ეს სერვისი.  

„ჩვენ გქვონდა ჩვენი საწარმოო სერტიფიკატი, რომელიც საშუალებას იძლევა აღდგეს ჩვენი აპლიკაცი თანამშრომლებისთვის. ამჟამად აღდგენის პროცესში ვიმყოფებით და მიმდინარეობს მზადება შიდა აპლიკაციის გასაშვებად. ყველაფერი ნათელი რომ იყოს, ამ შემთხვევას გავლენა არ მოუხდენია მომხმარებელზე ორიენტირებულ ჩვენს სერვისებზე“ - განაცხადა Facebook-ის პრეს-მდივანმა. 

ასე რომ, როგორც აღმოჩნდა, სიტუაცია მარტივად მოგვარებადია და Google-თან დაკავშირებული შემთხვევაც ანალოგიურად შეიძლება გადაიჭრას უახლოეს პერიოდში. თუმცა, ასეა თუ ისე, აპლიკაციის გამოყენებაში მომხმარებელებისთვის თანხის გადახდამ შეარყია ტექნოინდუსტრია. 

როგორც ჩანს, Apple ცდილობს დაიცვას თავისი პლატფორმა და საკუთარი პოზიცია კონფიდენციალურობასთან მიმართებაში. მალე გამოჩნდება მთელი რიგი სხვა აპლიკაციები, მაგალითად Amazon DoodDash და სხვები, ასე რომ Apple-ს მოუწევს გადახედოს თავის კორპორატიულ საწარმოო პროგრამას, რათა თავიდან აირიდოს სამომავლოდ პლატფორმის ბოროტად გამოყენების ალბათობა. 

https://www.theverge.com/2019/1/31/18206020/apple-facebook-internal-ios-apps-restores-enterprise-certificate

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.