Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

იმ დროს, როდესაც კომპანიები მობილიზებულნი არიან კრიპტოვალუტების შექმნაზე, კრიპტო-ბაზრებზე ვითარება 2019 წელს სიმშვიდისკენ მიდის -  განაცხადა CoinList-ის გენერალურმა დირექტორმა ენდი ბრომბერგმა (Andy Bromberg) Yahoo Finance-თან ინტერვიუში. 

2017 წლის ბოლოს დაფიქსირებული რეკორდული მაქსიმუმის შემდგომ, 2018 წელს კრიპტობაზრებზე უპირატესად „დათვური“ ტენდენცია შეინიშნებოდა. უმსხვილესმა მონეტებმა დიდი დანაკარგები განიცადა: წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი 74%-ით დაეცა, ეთერიუმისა და რიპლის ღირებულება კი - 84%-ით. 

2019 წლის პირველ თვეშიც მნიშვნელოვანი დანაკარგები შეინიშნებოდა წამყვან კრიპტოვალუტებში. ყოველთვიური გრაფიკის მიხედვით იგივე მონეტების - BTC-ის, ETH-ისა და XRP-ს ფასი შემცირდა 9,5, 22 და 15,5 პროცენტით, შესაბამისად. თუმცა ბრომბერგის აზრით, ბაზრის შენელებული მოქმედება ნიშნავს, რომ კომპანიები და ანტრეპრენერები დაიწყებენ უფრო სასარგებლო სერვისებისა და პროდუქტების განვითარებაზე მუშაობას: 

„2019 წელს, როგორც ჩანს, ადამიანები შენებაზე იქნებიან კონცენტრირებულნი... ვფიქრობ, რომ ბაზარზე სიმშვიდე იქნება იმ დროს, როდესაც ადამიანები ფოკუსირებულნი იქნებიან რაიმეს შექმნაზე. ეს შემთხვევა მესოპოტამიას ჰგავს - „ცივილიზაციის აკვანს“, სადაც ყველას აქვს აუცილებელი ინგრედიენტები და საჭიროა მობილიზება და იმპერიების შენება. როგორი იქნება მომავალი - დამოკიდებულია იმაზე, თუ რა შეიქმნება ამ წელს“. 

ბრომბერგმა აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით სულ უფო ნაკლები აჟიოტაჟია. ფასების შემცირება და არასტაბილურობის დონემ უამრავი სპეკულიანტი აიძულა - 2018 წლის ბოლო კვარტალში დაეტოვებინათ კრიპტოვალუტების სფერო. ზოგიერთი მათგანი დადებითად იყო განწყობილი initial coin offering-ის  (ICO) “ბუშტის გასკდომის მიმართ, რადგანაც ზოგმა პროექტმა ვერ მოახერხა წარმატებული (სასარგებლო) პროდუქტის შექმნა, ზოგი კი თაღლითობა აღმოჩნდა.  

ამ დროისთვის CoinList-მა ხუთი ICO გამოარჩია: Filecoin, Blockstack, Props, Origin და TrustToken, რომელთაგანაც ჯერ არც ერთს არ გამოუშვია ტოკენები Yahoo Finance-ის თანახმად. CoinList-ი ირჩევს და ამოწმებს თითოეულ პროექტს დამოუკიდებლად და ტოკენებს ყიდის მხოლოდ აკრედიტებულ ინვესტორებზე (ფიზიკურ პირებზე, რომელთა წლირი შემოსავალი 200 ათას აშშ დოლარს აღემატება, ან აქვთ სუფთა აქტივებიდან  (საცხოვრებელი ადგილის გამოკლებით) შემოსავალი 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი).  

ბრომბერგის განცახდება არის ამ თვეში მის მიერ გაკეთებული წინა განცხადების გამოძახილი. წინა შემთხვევაში მან განუცხადა Wall Street Journal-ს, რომ კრიპტოგრაფიის შემდგომი ნაბიჯი გახდა იმის გამორკვევა, თუ „როგორ შეგვიძლია პროდუქტებში ამ ტექნოლოგიის გამოყენება ხალხისთვის“. ბრომბერგის აზრით - „სამომხმარებლო პროდუქტების შექმნა მართლაც რთულია. საწარმოო ინსტრუმენტების კომპლექტი ჯერჯერობით არ არსებობს“. 

  • Like 1
Posted

მეც ასე მგონია, რომ 2019 შენების და ახალი პროდუქტების დადების წელი იქნება.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.