Jump to content

Recommended Posts

Posted

ამერიკელი და კანადელი ინჟინრების გუნდმა, კონეკტიკუტისა და ტორონტოს უნივერსიტეტის ქიმიკოსებმა და ბიოლოგებმა შექმნეს ახალი ტიპის სენსორი, რომელიც ხელოვნურ კანს ანიჭებს ნევის, ვიბრაციებისა და მაგნიტური ველის შეგრძნებების აღქმის უნარს. აღნიშნული ტექნოლოგია გამოსადეგი იქნება ადამიანებისთვის, რომელთაც დამწვრობის ან სხვა მიზეზების გამო კანი დაუზიანდათ. 

image.jpeg

 

ახალი სენსორი შედგება მოქნილი სილიკონის მილაკებისგან, რომლებიც გარშემორტყმულია სპილენძით და შეიცავს რკინის ოქსიდის ნაწილაკებს. მილაკებში გადაადგილდებიან რკინის ნანონაწილაკები და ქმნიან ელექტრულ განცალკევებას, რომელიც სპილენძის მავთულებს გადაეცემა. როდესაც მილაკებზე დაწოლა ხორციელდება, ელექტრული მუხტი ცვლილებებს განიცდის. 

„ხელოვნური კანის ტიპი, რომელიც ჩვენ შევქმენით, შეიძლება იწოდოს როგორც ელექტრონული კანი. ეს ელექტრონიკის ახალი სახეობაა, იგი მოქნილია, ფლობს გაჭიმვის უნარს და უნიკალურ სენსორულ შესაძლებლობას - მოახდინოს ადამიანის კანი იმიტაცია“ - განაცხადა კონეკტიკუტის უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტმა ისლამ მოსამ. 

ადამიანის კანისმაგვარი თვისებების პარალელურად ელექტრონულ კანს შეუძლია იგრძნოს მაგნიტური ველის ცვლილება და ხმოვანი ტალღების ვიბრაციებიც. პროექტის ერთ-ერთი თანაავტორის თქმით მკვლევარებს ამოცანად ჰქონდათ დასახული - შეექმნათ ხელოვნური კანი, რომლის სენსორული შესაძლებლობები ადამიანურ უნარებს აღემატება. 

„ხელოვნური კანის სენსორზე მუშაობისას ჩვენთვის დიდი სტიმული იყო მოლოდინი -  აგვეყვანა ტექნოლოგია ზეადამიანურ შესაძლებლობებამდე. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ელექრონულ კანს შეუძლია იმუშაოს, როგორც ეფექტურმა სენსორმა დაზიანებების თავიდან ასარიდებლად“ - აცხადებენ მეცნიერები. 

მკვლევარები თვლიან, რომ მათი გამოგონება დააინტერესებს უსაფრთხოების ელექტრონულის სისტემების მწარმოებლებს, რობოტექნიკოსებს, აგრეთვე ჯანმრთელობის დისტანციური მონიტორინგის მოწყობილობათა მწარმოებლებს. სამომავლოდ, სენსორის შემქმნელები გეგმავენ შექმნან უფრო თხელი სენსორის პროტოტიპი, რომელიც უკეთ ინტეგრირდება ხელოვნურ კანთან. ამასთანავე, იგეგმება, რომ ელექტრონული კანი სრულიად ბიოთავსებადი გახდეს. 

პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ერთი ამგვარი სენსორის წარმოება 5 დოლარზე ნაკლები ჯდება. მეცნიერებმა დააპატენტეს თავიანთი ნამუშევარი და უახლოეს წლებში გეგმავენ ბაზარზე გასვლას. 

  • Like 1
Posted

ასეთ კანზე მეც არ ვიტყოდი უარს :) 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.