Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

სტრატაპმა Hanson Robotics-მა გამოუშვა ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც საჭიროა პატარა სოფიას აწყობისთვის. ახალი რობოტი იქნება ცნობილი ჰუმანოიდ-რობოტის უმცროსი და და იგი ბავშვებისა და მოზარდების ასისტენტად მოგვევლინება. 

ორიგინალი სოფია ადამიანისმაგვარი რობოტია, რომელიც Hanson Robotics-მა 2015 წელს შექმნა. რობოტი შექმნილია მსახიობ ოდრი ჰეპბერნის ვიზუალის მიხედვით, მასში აშენებულია საუბრის აღმქმელი ტექნოლოგია, რომელიც Alphabet-ს ეკუთვნის. თავისი არსებობის სამი წლის განმავლობაში სოფია უამრავ ადამიანს შეხვდა და ესაუბრა. ერთ-ერთ ჟურნალისტს კი - როს სორკინს, რომელიც დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტის სფეროსთან - სოფიამ ჰკითხა, დარწმუნებულია თუ არა ჟურნალისტი, რომ იგი ადამიანია. 

image.jpeg 

პატარა სოფია ამდენად ჭკვიანი არ არის - მას მხოლოდ შეუძლია მფლობელის მოძრაობების აღქმა, სახის ცნობა, სიარული და მოუქნელად ცეკვა. გარდა ამისა, მოწყობილობას აქვს შერეული რეალობის ფუნცია - VR-სათვალის გამოყენებისას მფლობელს შეუძლია პატარა სოფიას დაახუროს ქუდი, ჩააცვას სხვადასხვა ტანსაცმელი და მოარგოს ნიღბები SnapChat-ის დახმარებით. 

Hanson Robotics-ის წარმომადგენლის თქმით ახალი ვერსია შექმნილია იმ მიზნით, რომ ბავშები და მოზარდები რობოტექნიკით დააინტერესოს. პატარა სოფიას მფლობელები შეძლებენ მას ახალი მოძრაობები ასწავლონ სპეციალური პროგრამის მიხედვით, რომელიც დაწერილია Blockly და Python პროგრამულ ენებზე.  

Hanson Robotics-მა პლატფორმა Kickstarter-ზე პროექტის დაფინანსების კამპანია დაიწყო: დაწყებიდან რამოდენიმე დღეში მან შეძლო საჭირო თანხის - 75 ათასი დოლარის ნახევარზე ეტის შეგროვება. 

 

image.jpeg 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.