Magdalena Posted February 1, 2019 Posted February 1, 2019 სოციალური ქსელი Facebook-ი ახალი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. როგორც TechCrunch-მა გაარკვია, სოციალურმა ქსელმა აამოქმედა ახალი პროექტი, სახელად „Project Atlas” - მომხმარებელთა მონაცემების შესაგროვებლად. Facebook-ს სჭირდება ცნობები თავის კონკურენტებზე, ამიტომ იგი ფარულად უხდის თავის მომხმარებლებს VPN-აპლიკაციის, Facebook Research-ის დაყენებისთვის iOS-სა და Android-ზე. ამის შედეგად კომპანიას საშუალება ეძლევა მიიღოს ცნობები მომხმარებლის აქტივობების შესახებ. TechCrunch-ის ინფორმაციით, Facebook-ი 2016 წლიდან მოყოლებული 13-დან 35 წლამდე ასაკის მომხმარებელთა ნაწილს ყოველთვიურად 20 დოლარს უხდის მათ მონაცემებზე შეუზღუდავი წვდომის უფლების სანაცვლოდ. Project Atlas-ის ფარგლებში პროგრამა ყენდება Applause-ის, BetaBound-ისა და uTest-ის ბეტა-ტესტირების სერვისით, რათა მასში Facebook-ის მონაწილეობა არ გამოჩნდეს. Facebook-ის წარმომადგენელმა TechCrunch-თან აღიარა, რომ სოციალური ქსელი იყენებს საკვლევ პროგრამას, რათა შეაგროვოს მონაცემები მომხმარებლების ქცევებისა და ჩვევების შესახებ. მას შემდეგ, რაც TechCrunch-მა ამ თემასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სოციალურმა ქსელმა განაცხადა, რომ აპლიკაცია Facebook Research-ის iOS ვერსია წაშალა. https://3dnews.ru/982004 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.