Jump to content

Recommended Posts

Posted

სოციალური ქსელი Facebook-ი ახალი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. როგორც TechCrunch-მა გაარკვია, სოციალურმა ქსელმა აამოქმედა ახალი პროექტი, სახელად „Project Atlas” - მომხარებელთა მონაცემების შესაგროვებლად.  

image.png 

Facebook-ს სჭირდება ცნობები თავის კონკურენტებზე, ამიტომ იგი ფარულად უხდის თავის მომხმარებლებს VPN-აპლიკაციის,  Facebook Research-ის დაყენებისთვის iOS-სა და Android-ზე. ამის შედეგად კომპანიას საშუალება ეძლევა მიიღოს ცნობები მომხმარებლის აქტივობების შესახებ. 

TechCrunch-ის ინფორმაციით, Facebook-ი 2016 წლიდან მოყოლებული 13-დან 35 წლამდე ასაკის მომხმარებელთა ნაწილს ყოველთვიურად 20 დოლარს უხდის მათ მონაცემებზე შეუზღუდავი წვდომის უფლების სანაცვლოდ.  

Project Atlas-ის ფარგლებში პროგრამა ყენდება Applause-ის, BetaBound-ისა და uTest-ის ბეტა-ტესტირების სერვისით, რათა მასში Facebook-ის მონაწილეობა არ გამოჩნდეს. 

Facebook-ის წარმომადგენელმა TechCrunch-ან აღიარა, რომ სოციალური ქსელი იყენებს საკვლევ პროგრამას, რათა შეაგროვოს მონაცემები მომხმარებლების ქცევებისა და ჩვევების შესახებ. 

მას შემდეგ, რაც TechCrunch-მა ამ თემასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სოციალურმა ქსელმა განაცხადა, რომ აპლიკაცია Facebook Research-ის iOS ვერსია წაშალა. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.