Jump to content

Recommended Posts

Posted

კონკურენტებს - ASRock-ს, SAPPHIRE-სა და XFX-ს არ ჩამორჩნენ კომპანიები ASUS, PowerColor და MSI და წარადგინეს Radeon VII ვიდეო ბარათები საკუთარი ბრენდებით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ASUS 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: PowerColor 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

ბარათების დიზაინი არაფრით განსხვავდება კონკურენტების ვიდეო ბარათებისგან. სპეციფიკაციების თანახმად, ეს არის 7-ნანომეტრიანი GPU, რომლის საბაზისო სიხშირე 1400 მეგაჰერცია, მაქსიმალური კი - 1750 მჰც. ბარათს აქვს 60 გამომთვლელი ბლოკი და 3840 ნაკადური პროცესორი. ვიდეო ბარათი წარმოდგენილია HBM2 ტიპის 16 გიგაბაიტიანი ვიდეომეხსიერებით, 2000 მეგაჰერციანი ეფექტური სიხშირითა და 4096-bit bus-ით, სიჩქარე კი წამში ერთ ტერაბაიტს შეადგენს. 

ბარათს აქვს ორი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის, ენერგომოხმარება 300 ვატს შეადგენს, ამასთან, ASUS-ის საიტზე რამოდენიმე პროდუქტზე მითითებულია, რომ რეკომენდებულია 750 ვატიანი კვების ბლოკის გამოყენება (და არა 650 ვატიანის, როგორც მისი კონკურენტების შემთხვევაში). ბარათზე ხელმისაწვდომია სამი DisplayPort 1.4 და ერთი HDMI 2.0b პორტი. 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ PowerColor-ის რამოდენიმე მოდელი გამოჩნდა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის პორტალზე, ასე რომ მომავალში ამ მწარმოებლისგან შესაძოა ველოდოთ custom-დიზაინის ვიდეო ბარათებს. 

შეგახსენებთ, რომ Radeon VII-ის გაყიდა ოფიციალურად 7 თებერვლიდან დაიწყება რეკომენდაციულ ფასად - 699 აშშ დოლარად. 

 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.