Magdalena Posted January 31, 2019 Posted January 31, 2019 Volkswagen-ის „dieselgate“-ის სკანდალმა შესაძლოა დიდი დაღი დაასვას აშშ-ში ელექტრომობილების დამტენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქსელს. „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე“, Electrify America-ს მიერ გათვალისწინებულია VW-ის მფლობელობაში არსებული დასატენი სადგურების უდიდესი ნაწილის ელ. კაბელების გათიშვა. პრესაში წერია, რომ კომპანიამ არ დააზუსტა, თუ კონკრეტულად რა უსაფრთხოების მიზეზებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გათიშვა შეეხებოდა 150 კვტ-დან 350 კვტ-მდე სიმძლავრის მქონე Huber+Suhner-ის ფირმის სითხის გაგრილებით მომუშავე დამტენებს. ეს ხდება სიფრთხილიდან გამომდინარე. ამავე დროს, 80 დასატენი სადგური კვლავ მუშა მდგომარეობაში რჩება. Electrify America-თან ერთად თავისი 175 კვტ-იანი სიმძლავრის მქონე დამტენები გათიშა აგრეთვე ჰოლანდიურმა კომპანია Fastned-მა ჰოლანდიასა და გერმანიაში, რაც ასევე გამოწვეული იყო Huber+Suhner-ის კაბელების არასაიმედოობით. „ჩვენი მომხმარებლების უსაფრთოხოება არის ჩვენი პრიორიტეტი“ - წერს თავის განცხადებაში Electrify America-ის აღმასრულებელი დირექტორი. Huber+Suhner-მა განაცხადა, რომ გერმანიაში არსებულ საგამოცდო ცენტრში მოხდა მოკლე ჩართვა, თუმცა არავინ დაშავებულა. ინციდენტი გამოწვეულ იქნა პირველი თაობის პროტოტიპის კონექტორში მოკლე ჩართვით. აქვე ითქვა, რომ ამ შემთხვევის გამო მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი მისი პროდუქცია გამოკვლეული იქნება უსაფრთხოებიდან გამომდინარე. Electrify America-მ ივნისის ბოლოსკენ დაგეგმა 2000 დამტენი მოწყობილობის დამონტაჟება მთლიანი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიამ გასულ თვეში კალიფორნიაში დაამონტაჟა თავისი ულტრასწრაფი 350 კილოვატიანი დამტენი. https://www.theverge.com/2019/1/25/18198021/vw-electrify-america-safety-issue-car-charger-network 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.