Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Volkswagen-ის „dieselgate“-ის სკანდალმა შესაძლოა დიდი დაღი დაასვას აშშ-ში ელექტრომობილების დამტენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქსელს. „უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე“, Electrify America-ს მიერ გათვალისწინებულია VW-ის მფლობელობაში არსებული დასატენი სადგურების უდიდესი ნაწილის ელ. კაბელების გათიშვა. 

პრესაში წერია, რომ კომპანიამ არ დააზუსტა, თუ კონკრეტულად რა უსაფრთხოების მიზეზებზეა საუბარი, თუმცა აღნიშნა, რომ გათიშვა შეეხებოდა 150 კვტ-დან 350 კვტ-მდე სიმძლავრის მქონე Huber+Suhner-ის ფირმის სითხის გაგრილებით მომუშავე დამტენებს. ეს ხდება სიფრთხილიდან გამომდინარე. ამავე დროს, 80 დასატენი სადგური კვლავ მუშა მდგომარეობაში რჩება. 

Electrify America-თან ერთად თავისი 175 კვტ-იანი სიმძლავრის მქონე დამტენები გათიშა აგრეთვე ჰოლანდიურმა კომპანია Fastned-მა ჰოლანდიასა და გერმანიაში, რაც ასევე გამოწვეული იყო Huber+Suhner-ის კაბელების არასაიმედოობით. 

 „ჩვენი მომხმარებბის უსაფრთოხოება არის ჩვენი პრიორიტეტი“ - წერს თავის განცხადებაში Electrify America-ის აღმასრულებელი დირექტორი. 

Huber+Suhner-მა განაცხადა, რომ გერმანიაში არსებულ საგამოცდო ცენტრში მოხდა მოკლე ჩართვა, თუმცა არავინ დაშავებულა. ინციდენტი გამოწვეულ იქნა პირველი თაობის პროტოტიპის კონექტორში მოკლე ართვით. აქვე ითქვა, რომ ამ შემთხვევის გამო მომხმარებლის მფლობელობაში მყოფი მისი პროდუქცია გამოკვლეული იქნება უსაფრთხოებიდან გამომდინარე. 

Electrify America-მ ივნისის ბოლოსკენ დაგეგმა 2000 დამტენი მოწყობილობის დამონტაჟება მთლიანი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიამ გასულ თვეში კალიფორნიაში დაამონტაჟა თავისი ულტრასწრაფი 350 კილოვატიანი დამტენი. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.