Jump to content

Recommended Posts

Posted

სახელმწიფო საინფორმაციო მედია-საშუალებების ინფორმაციით, ჩინეთში შექმნეს აპლიკაცია, რომლის მიზანია აცნობოს ადმიანებს, თუკი მათ სიახლოვეს მათგან ანხის მსესხებელი იმყოფება. China Daily იტყობინება, რომ აპლიკაცის სახელწოდებაა „არაკეთილსინდისიერი მევალეების რუკა“ და იგი ჯერჯერობით მხოლოდ ჰებეის პროვინციაში მოქმედებს. მომხმარებლებს ამ აპლიკაციაზე წვდომის მიღება შეუძლიათ WeChat-ის მეშვეობით, რომელიც ქვეყანაში შეტყობინებების გაცვლის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა (მას დაახლოებით 1 მლრდ ადამიანი იყენებს). პროგრამა ცნობას აწვდის მომხმარებელს, როდესაც იგი მევალესთან 500 მეტრის რადიუსში იმყოფება. 

 

image.jpeg 

 

 

გაზიარებული სქრინშოთის თანახმად, აპლიკაცია აჩვენებს მევალის სრულ სახელსა და გვარს, აგრეთვე მის ადგილმდებარეობას. უცნობია, საუბარი ეხება მევალის რეალურ დროში ყოფნის ადგილმდებარეობას თუ მის სარეგისტრაციო მისამართს. აგრეთვე ჯერჯერობით არ ხმაურდება, ასახავს თუ არა აპლიკაცია მევალის ფოტოსურათს ან სხვა პირად ცნობებს. მევალეები მოიხსენიებიან სახელით „lao lai“, ანუ პირები, რომელთაც არ შეასრულეს თავინთი ვალდებულება კრედიტის დაფარვასთან დაკავშირებით. გაურკვეველია, რა რაოდენობის თანხა უნდა ისესხოს პირმა, რომ ამგვარ შავ სიაში მოხვდეს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოქალაქეებმა შეძონ - გამოავლინონ კრედიტზე დამოკიდებული ადამიანები. ჩინეთში ტრადიციულად ხალხს ურჩევნია დაზოგოს ფული და არ იყიდოს რაიმე ნივთი კრედიტით, ან არ აიღოს ვალი. 

ხალი პროგრამა აღწერილია, როგორც საზოგადოებრივი ნდობის სისტემის ნაწილი ჩინეთში და მისი მიზანია გაამყაროს იდეა იმით, რომ ძალიან კარგია - იყო კეთილსინდისიერი მოქალაქე და არ შეილახო რეპუტაცია სამარცხვინოდ. არსობრივად, აპლიკაცია აფასებს ადამიანის სანდოობას და ამისთვის იყენებს იმგვარ მაჩვენებლებს, თუ როგორია ამა თუ იმ პირის გადახდისუნარიანობა და ქცევები საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ხელისუფლება გეგმავს, რომ ეს სისტემა სავალდებულო გახდეს 2020 წლისთვის. 

image.jpeg 

ამ დროისთვის აპლიკაცია ნაწილობრივ მუშაობს - მას იყენებენ ადგილობრივი სახელისუფლებო ორგანოები. ზოგგან უკვე გამოიყენება შავი სიების პროტოტიპები, რომელშიც მოცემულია ადამიანთა სახელები და იდენტიფიკატორები. სისტემამ უკვე დააჯარიმა გარკვეული რაოდენობის მოქალაქეები:  მედია-საშუალებების ცნობით, ივნისიდან იანვრამდე პერიოდში 6 ათასზე მეტ პირს, რომელთაც არ გადაიხადეს გადასახადები ან ცუდი ყოფაქცევით გამოირჩეოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ჩამოართვეს უფლება - ემგზავრათ თვითმფრინავითა და ჩქაროსნული მატარებლებით. 

ჩინეთის ხელისუფლებამ აგრეთვე უფლება მისცა იმ ტიპის ტექნოკომპანიებს, რომლებიც ფლობენ მომხმარებელთა მონაცემებს (მაგალითად Alibaba-სა და Tencent-ს, რომელიც WeChat-ის მშობელი კომპანიაა) - პლატფორმის მეშვეობით უთვალთვალოს ადამიანთა ქცევებს და შეაფასოს მათი ფინანსური მდგომარეობა. 

image.jpeg 

  • Like 1
Posted

ჩვემთამ გამოდგებოდა ეს :D 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.