Magdalena Posted January 30, 2019 Posted January 30, 2019 Diar-ის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს შექმნილი ახალი კრიპტო-აქტივების ღირებულება ფასდება ამჟამად არსებული კრიპტოსავალუტო ბაზრის 12%-ზე მეტად. შექმნილ საერთო ღირებულებაში 2018 წელს დიდი წვლილი შეიტანა ახალმა, ბაზარზე გასულ წელს დამატებულმა ტოკენებმა, რომელთა ფასმა შეადგინა 4,96 მლრდ დოლარი (15,42 მილიარდის 32%). 2018 წლის განმავლობაში ბრუნვაში დაემატა 700-ზე მეტი ახალი კრიპტოაქტივი, რაც 50%-ით მეტია 2018 წლის დასაწყისის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 2017 წლის დასაწყისში ბრუნვაში მყოფ კრიპტოვალუტებთან შედარებით კი 110 %-ით მეტია. BTC-ისა და ETH-ის ახლადშექმნილმა აქტივებმა გასულ წელს 27 % შეადგინა. BTC-მა დაახლოებით 2,63 მლრდ დოლარი შემატა კრიპტოვალუტების საერთო ბაზრის კაპიტალიზაციას 2018 წლის განმავლობაში, ამავე დროს, ინფლაციის გათვალისწინებით, ამ მაჩვენებელმა ბაზრის კაპიტალიზაციაზე დამატებული აქტივების 17% შეადგინა, რაც ერთი ვირტუალური ვალუტის მიერ შეტანილ ყველაზე დიდ წილს წარმოადგენს. ეთერიუმისგან შექმნილმა ახალმა ღირებულებამ ბაზრის კაპიტალიზაციაში სიდიდით მეორე მოცულობის წილი შეადგინა 2018 წლის განმავლობაში: მან ბაზრის კაპიტალიზაციას დაუმატა 1,5 მლრდ დოლარი ანუ 10%. ყველა იმ ტოკენის ინფლაციამ, რომელიც ბრუნვაში იყო 2018 წლის დასაწყისში, ერთობლივ საბაზრო კაპიტალიზაციას შემატა კიდევ 4,17 მილიარდი დოლარი, რაც გასული წლის კრიპტოვალუტების საერთო ღირებულების 27 %-ს შეადგენს. „დამწვარმა“ ტოკენებმა 2018 წელს ერთიანი საბაზრო კაპიტალიზაციიდან შეადგინა 195 მილიონი დოლარი. მცირე ხნის წინ გამოშვებულმა სტაბილურმა მონეტებმა (stablecoins) მნიშვნელოვანი წილი შეიტანა კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციაში: საერთო მაჩვენებელში შეიტანა 1,26 მილიარდ დოლარზე მეტი. BSV ფორკიც მნიშვნელოვანი წყარო გახდა 1,04 მლრდ დოლარიანი წილით. https://news.bitcoin.com/15-4-billion-of-new-cryptocurrency-value-was-created-during-2018/ 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.