Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Diar-ის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს შექმნილი ახალი კრიპტო-აქტივების ღირებულება ფასდება ამჟამად არსებული კრიპტოსავალუტო ბაზრის 12%-ზე მეტად. 

შექმნილ საერთო ღირებულებაში 2018 წელს დიდი წვლილი შეიტანა ახალმა, ბაზარზე გასულ წელს დამატებულმა ტოკენებმა, რომელთა ფასმა შეადგინა 4,96 მლრდ დოლარი (15,42 მილიარდის 32%). 

image.png 

2018 წლის განმავლობაში ბრუნვაში დაემატა 700-ზე მეტი ახალი კრიპტოაქტივი, რაც 50%-ით მეტია 2018 წლის დასაწყისის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 2017 წლის დასაწყისში ბრუნვაში მყოფ კრიპტოვალუტებთან შედარებით კი 110 %-ით მეტია. 

BTC-ისა და ETH-ის ახლადშექმნილმა აქტივებმა გასულ წელს 27 % შეადგინა. 

BTC-მა დაახლოებით 2,63 მლრდ დოლარი შემატა კრიპტოვალუტების საერთო ბაზრის კაპიტალიზაციას 2018 წლის განმავლობაში, ამავე დროს, ინფლაციის გათვალისწინებით, ამ მაჩვენებელმა ბაზრის კაპიტალიზაციაზე დამატებული აქტივების 17% შეადგინა, რაც ერთი ვირტულური ვალუტის მიერ შეტანილ ყველაზე დიდ წილს წარმოადგენს. 

ეთერიუმისგან შექმნილმა ახალმა ღირებულებამ ბაზრის კაპიტალიზაციაში სიდიდით მეორე მოცულობის წილი შეადგინა 2018 წლის განმავლობაში: მან ბაზრი კაპიტალიზაციას დაუმატა 1,5 მლრდ დოლარი ანუ 10%. 

ყველა იმ ტოკენის ინფლაციამ, რომელიც ბრუნვაში იყო 2018 წლის დასაწყისში, ერთობლივ საბაზრო კაპიტალიზაციას შემატა კიდევ 4,17 მილიარდი დოლარი, რაც გასული წლის კრიპტოვალუტების საერთო ღირებულების 27 %-ს შეადგენს. 

image.png 

„დამწვარმა“ ტოკენებმა 2018 წელს ერთიანი საბაზრო კაპიტალიზაციიდან შეადგინა 195 მილიონი დოლარი. 

მცირე ხნის წინ გამოშვებულმა სტაბილურმა მონეტებმა (stablecoins) მნიშვნელოვანი წილი შეიტანა კრიპტოვალუტების ბაზრის კაპიტალიზაციაში: საერთო მაჩვენებელში შეიტანა 1,26 მილიარდ დოლარზე მეტი. BSV ფორკიც მნიშვნელოვანი წყარო გახდა  1,04 მლრდ დოლარიანი წილით.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.