Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Hyperloop TT-მ (HTT) დაიწყო თავისი ვაკუუმ-მატარებლით სამგზავრო კაფსულის ფინალური გამოცდის ეტაპისთვის მზადება. მოსალოდნელია, რომ პირველი მგზავრები მისით 2022 წელს ისარგებლებენ. 

ილონ მასკის იდეამ ვაკუუმ-მატარებლების შესახებ, რომელიც პირველად 2012 წელს გაჟღერდა, უამრავი მწარმოებელი დააინტერესა, თუმცა ამ კონცეპტის ეფექტურობისა და რეალიზებულობის საბოოლოო დადასტურება ამ დრომდე არ იყო წარმოდგენილი. 

ამ სფეროში ყველაზე ცნობილი კომპანიები - HTT და Hyperloop One - პერიოდულად ჩნდებიან და აცხადებენ სიახლეებს სატესტო გზის ან ადგილობრივ ხელისუფლებასთან დადებული კონტრაქტების შესახებ. კომპანიისა და დიდი თანამდებობის პირების გეგმით Hyperloop-ის ხაზები უნდა გაიხსნას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ევროპასა და აშშ-ში.  

image.jpeg

 

სამგზავრო კაფსულა HTT Quintero One იწონის 5 ტონას და შეუძლია გადაადგილდეს 1200 კმ/სთ-მდე სიჩქარით. მისი სიგრძე 34 მეტრს შეადგენს, ერთ რეისში შეუძლია გადაიყვანოს 40 მგზავრი. 

ტესტირების ფინალური ეტაპი ჩატარდება ტულუზაში - კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ტესტირება უკვე დაიწყო, თუმცა დეტალები არ ხმაურდება. 

HTT-ს უკვე აქვს შეთანხმება დადებული ჩინეთის პროვინცია გუიჩჟოუს ხელისუფლებასთან, რათა აშენდეს ათკილომეტრიანი საგამოცდო გზა ვაკუუმ-მატარებლებისთვის. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.