Magdalena Posted January 28, 2019 Posted January 28, 2019 ავტონომიურ ავტომობილებს შორის შესაძლებელია კავშირი და ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა, თუმცა როგორ იკონტაქტებენ ისინი ქვეითად მოსიარულეებთან? როგორ შეძლებენ ქვეითები შეიტყონ, როდის დააპირებს ავტომობილი ადგილიდან დაძვრას ან რომელიმე მხარეს შეხვევას? ამ კითხვებით უკვე რამოდენიმე წელია დაკავებულია კომპანია Jaguar-ი და ამჯერად მან უკვე წარადგინა ენა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ავტონომიურმა მანქანებმა და ქვეითებმა გაუგონ ერთმანეთს. ურთიერთობის საშუალება გასაგები უნდა იყოს მსოფლიოს ნებისმიერი ნაწილისთვის და როგორც ჩანს, წარმოდგენილი ტექნოლოგია სავსებით აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. არანაირი ციფრები, ტექსტური შეტყობინებები და ხმოვანი სიგნალები - კომპანია თვლის, რომ ავტომობილის ქმედებების შესახებ ქვეითების ინფორმირება უკეთესი იქნება ასფალტზე პროეცირებული ხაზოვანი ნათებებით. ამგვარი სიგნალების დამახსოვრება ძალიან ადვილია: დამუხრუჭებისას ხაზებს შორის შუალედები მცირდება, დაძვრისას კი - იზრდება. ხაზოვანი ნათებები ასევე აჩვენებენ, რომელ მხარეს შეხვევას აპირებს ავტომობილი. მწარმოებლები აცხადებენ, რომ ეს ტექნოლოგია ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში იმყოფება. უახლოეს წლებში არ იგეგმება ავტონომიური ტრანპორტის მასობრივი გამოჩენა, ამიტომ კომპანიას საკმარისი დრო აქვს თავისი იდეა იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანოს. Jaguar-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც გეგმავს ადამიანებსა და ავტომობილებს შორის კავშირის საშუალება შექმნას. კომპანია Ford-ი, მაგალითად, აპირებს გამოიყენოს სინათლის ინდიკატორი წინა საქარე მინის ქვეშ: როდესაც ავტომობილი მოძრაობს, სინათლე უწყვეტად ანთია, ხოლო როდესაც აპირებს ქვეითები გაატაროს - ციმციმს იწყებს. რთულია იმის წარმოდგენა, თუკი ქვეითებს მომავალში მოუწევთ თითოეული ავტომობილის მოდელის ენის შესწავლა. სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ საჭიროა მანქანათმშენებლები მივიდნენ ერთ აზრამდე და შექმნან უნივერსალური საშუალება, რომელიც ყველა ავტომობილში იქნება გამოყენებული. https://hi-news.ru/technology/jaguar-pridumala-yazyk-dlya-obshheniya-lyudej-i-avtomobilej.html 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.