Jump to content

Recommended Posts

Posted

ავტონომიურ ავტომობილებს შორის შესაძლებელია კავშირი და ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლა, თუმცა როგორ იკონტაქტებენ ისინი ქვეითად მოსიარულეებთან? როგორ შეძლებენ ქვეითები შეიტყონ, როდის დააპირებს ავტომობილი ადგილიდან დაძვრას ან რომელიმე მხარეს შეხვევას? ამ კითხვებით უკვე რამოდენიმე წელია დაკავებულია კომპანია Jaguar-ი და ამჯერად მან უკვე წარადგინა ენა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ავტონომიურმა მანქანებმა და ქვეითებმა გაუგონ ერთმანეთს. ურთიერთობის საშუალება გასაგები უნდა იყოს მსოფლიოს ნებისმიერი ნაწილისთვის და როგორც ჩანს, წარმოდგენილი ტექნოლოგია სავსებით აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას. 

image.jpeg 

არანაირი ციფრები, ტექსტური შეტყობინებები და ხმოვანი სიგნალები - კომპანია თვლის, რომ ავტომობილის ქმედებების შესახებ ქვეითების ინფორმირება უკეთესი იქნება ასფალტზე პროეცირებული ხაზოვანი ნათებებით. ამგვარი სიგნალების დამახსოვრება ძალიან ადვილია: დამუხრუჭებისას ხაზებს შორის შუალედები მცირდება, დაძვრისას კი - იზრდება. ხაზოვანი ნათებები ასევე აჩვენებენ, რომელ მხარეს შეხვევას აპირებს ავტომობილი.  

image.jpeg 

მწარმოებლები აცხადებენ, რომ ეს ტექნოლოგია ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში იმყოფება. უახლოეს წლებში არ იგეგმება ავტონომიური ტრანპორტის მასობრივი გამოჩენა, ამიტომ კომპანიას საკმარისი დრო აქვს თავისი იდეა იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანოს.  

Jaguar-ი არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც გეგმავს ადამიანებსა და ავტომობილებს შორის კავშირის საშუალება შექმნას. კომპანია Ford-ი, მაგალითად, აპირებს გამოიყენოს სინათლის ინდიკატორი წინა საქარე მინის ქვეშ: როდესაც ავტომობილი მოძრაობს, სინათლე უწყვეტად ანთია, ხოლო როდესაც აპირებს ქვეითები გაატაროს -  ციმციმს იწყებს. 

image.jpeg 

რთულია იმის წარმოდგენა, თუკი ქვეითებს მომავალში მოუწევთ თითოეული ავტომობილის მოდელის ენის შესწავლა. სწორედ ამიტომ მიიჩნევა, რომ საჭიროა მანქანათმშენებლები მივიდნენ ერთ აზრამდე და შექმნან უნივერსალური საშუალება, რომელიც ყველა ავტომობილში იქნება გამოყენებული.  

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.